არქიტექტურული კუთხითაც სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ - აკაკი საღირაშვილი Emaar-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაზე
სასიხარულოა, რომ „ემაარ ჯგუფი“ საქართველოს ბაზით დაინტერესდა. „ემაარ ჯგუფი“ მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.
„მსოფლიო მასშტაბით, დეველოპერული სექტორი თუ სადმე წარმატებულია, ცხადია, პირველ რიგში თავში აზრად მოგვდის დუბაი და ზოგადად - ემირატები. ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ბრენდული სახელი სწორედ „ემაარ ჯგუფი“ გახლავთ და სასიხარულოა, როდესაც აღნიშნული კომპანია საქართველოს ბაზით დაინტერესდა. ის მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს. არქიტექტურული კუთხითაც ვფიქრობ სრულიად ახალი ტიპის თანამედროვე განაშენიანებას უნდა ველოდოთ. ეს იქნება უცხოური ინვესტიცია, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და დასაქმებისთვისაც კარგია. ეს ასევე ქვეყნის ცნობადობასაც აამაღლებს“, - აღნიშნა საღირაშვილმა.
საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიცია - დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, - თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.