არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
24 ოქტომბერს არქი გრანდ ავენიუში, დიდი ფასდაკლების დღე გაიმართება. მხოლოდ ერთი დღით მომხმარებლები ქალაქის ახალ ცენტრში ბინის შეძენას სპეციალურ ფასად და გადახდის განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ.
არქის გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის განმარტებით, ამ დღის მიმართ ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალია.
„სულ რაღაც ორ დღეში Archi Grand Avenue-ის სამ ახალ ბლოკში მომხმარებლები ბინების შეძენას განსაკუთრებული პირობით შეძლებენ. უპრეცედენტოდ მაღალი მომართვიანობის გამო, ჯერჯერობით ყველასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ჩვენი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ თითოეულ დაინტერესებულ მომხმარებელს მოემსახუროს“, - აცხადებს შიო ხეცურიანი.
ერთი წლის წინ არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღეზე სულ რაღაც 5 საათში რეკორდული რაოდენობის - 644 ბინა გაიყიდა. მას შემდეგ პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა.
არქი გრანდ ავენიუ 21 ჰექტარ ტერიტორიაზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარი რეკრეაციულ სივრცეს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, მასშტაბურ სპორტულ კომპლექსსა და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას.
თუ Archi Grand Avenue-ში ბინის შეძენას გეგმავთ, არ გადადოთ - დარეგისტრირდით დღესვე და ისარგებლეთ 24 ოქტომბრის ექსკლუზიური ფასებით, რომლებიც აღარ განმეორდება.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო ბაქტერიოფაგის ისტორიული საწარმოს მოდერნიზების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო - ეკონომიკის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“ და GITA |რატი ღოლიჯაშვილი
22.10.2026.10:01
სახელმწიფო ბაქტერიოფაგის ისტორიული საწარმოს მოდერნიზების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო - ეკონომიკის სამინისტრო, „აწარმოე საქართველოში“ და GITA - ამის შესახებ, „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ერთს გავუსვამ ხაზს: GMP სერტიფიცირების ნაწილი რეალურად ინიცირებული იყო რეგულაციურ დონეზე და ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა სწორედ ეს რეგულაცია იყო. ჩვენი ინვესტიცია განხორციელდა სწორედ ამ საერთაშორისო სერტიფიკატისა და სტანდარტის მოსაპოვებლად.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეგულაცია ბოლომდე და მთელ ბაზარზე გავრცელდეს. ამ შემთხვევაში, ფაგების პრეპარატებთან მიმართებით, ვიტყოდი, რომ ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაც გავწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბაზარი ჰომოგენური იყოს და ეს რეგულაცია მთლიანად ბაზარზე, ყველა მოთამაშეზე გავრცელდეს. ეს ძალიან კარგი იქნება.
მეორე თვალსაზრისით, სახელმწიფო - ჩვენი მოდერნიზება ბაქტერიოფაგის ისტორიული საწარმოსი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. ეს იყო ეკონომიკის სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“, მათ შორის GITA. თქვენ წინა გადაცემაში ახსენეთ, რომ ერთ-ერთ კომპონენტში GITA-ც იყო და ნამდვილად ზურგის ქარი იყო. ხაზს გავუსვამდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა ჩვენი კომპანიისთვის 17-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება, რომ არა ამ ინსტრუმენტების დახმარებით მიღებული ზურგის ქარი, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ.
ეს ძალიან კარგი მაგალითია კერძო-საჯარო თანამშრომლობის თვალსაზრისით. კიდევ ვისურვებდი, რომ, იქიდან გამომდინარე, რომ ფაგების სექტორი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ინოვაციური მიმართულება საქართველოში, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს იმავე მიზნის მისაღწევად, რომ საქართველო რეალურად გახდეს რეგიონული და მსოფლიო ჰაბი კვლევის, წარმოებისა და პრაქტიკაში ფაგოთერაპიის გამოყენების მიმართულებით.
ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფო და ინსტიტუციური მხარდაჭერა, ასევე კერძო-საჯარო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და მაგალითები“, - აცხადებს რატი ღოლიჯაშვილი.