მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არქი ჰორაიზონმა ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით

news image
mbc image

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა დამოუკიდებლად შეაფასა, რაც მოიცავს პროექტის სამ საცხოვრებელ A, B და C ბლოკის.

ENVIROS-ის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობას, მდგრადობასა და დაბალხარჯიან საცხოვრებელ კონცეფციას. დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორის შეფასება წარმოადგენს სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მასალას.

ENVIROS ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მიმართულებით სპეციალიზებული წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის საერთაშორისო Société Générale Financial Group-ის ნაწილია. კომპანია, როგორც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ენერგოაუდიტორი, საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად ოპერირებს.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა თანამშრომლობის მემორანდუმზე საქართველოს ბაზარზე წამყვან დეველოპერ „არქისთან“. სულ ახლახან მოვამზადეთ „არქი ჰორაიზონის“ შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ პროექტს ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები აქვს და, ამავდროულად, შეესაბამება ენერგოეფექტურობის მიმართულებით არსებულ ევროპულ მოთხოვნებს“, - აღნიშნა იან ჰანუშმა, ENVIROS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Archi Horizon-ის აპარტამენტები თბილისში მაცხოვრებლებისა და მოიჯარეებისთვის პრაქტიკულ სარგებელსაც ქმნის: შენობის გარსი ამცირებს სითბოს დანაკარგს ზამთარში და ხელს უწყობს უკეთეს თბოკონტროლს ზაფხულში, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯების შემცირებას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ Archi-მ და ENVIROS-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანიც Archi-ს პროექტების ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იქნება. თანამშრომლობა შეეხება არა მხოლოდ პროექტირების ეტაპს, არამედ შენობების ექსპლუატაციის პერიოდსაც.

„Archi-სთვის, როგორც საქართველოში #1 დეველოპერისთვის, ESG სტანდარტებთან შესაბამისობა, ენერგოეფექტურობა და მდგრადობა გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებებია. Société Générale Financial Group-ის წევრ ENVIROS-თან თანამშრომლობა კი კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, პროექტებში ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო სისტემურად დანერგოს და მაცხოვრებლებს შესთავაზოს უფრო კომფორტული, მდგრადი და ეკონომიურად ეფექტიანი საცხოვრებელი გარემო“, - განმარტავს Archi-ს გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა