მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

არქიმ #1 დამსაქმებელმა, HR ბრენდინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი სტრატეგია წარადგინა

news image

არქიმ „გრანდ ავენიუზე“ პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის HR ბრენდინგისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგია წარადგინა.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისათვის იმ მიმართულებების გაცნობა, რომლებიც კომპანიის კულტურის გაძლიერებასა დამდგრადი განვითარების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

„არქი ქმნის მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომელი მოტივირებულია და მუშაობს გარემოში, სადაც ზრუნავენ მის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამ ხედვასა და მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი კომპნიის წარმატება,“ – აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ღონისძიების სლოგანი – „განვითარება უსაზღვროა“ – გამოხატავს კომპანიის HR ბრენდინგის ძირითად ფილოსოფიას: თანამშრომლების განვითარების მხარდაჭერას და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას.

„მუდმივად ვაკვირდებით თანამშრომლების საჭიროებებს და ვაძლევთ მათ რეალურ შესაძლებლობას პროფესიული წინსვლისთვის. ასეთი მიდგომა ქმნის საფუძველს, ვიყოთ ლიდერი დეველოპერული კომპანია და ნომერ პირველი დამსაქმებელი,“ – აღნიშნავს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეთუნა ჟვანია.

ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იყო CSR-ის პრიორიტეტული მიმართულებები. არქი უახლოეს პერიოდში გეგმავს გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო და სპორტული ინიციატივების განხორციელებას.

„CSR ჩვენთვის არ არის ერთჯერადი საქველმოქმედო კამპანია – ეს არის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა და კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი,“ – განმარტავს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი დავით გელაშვილი.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა HR ექსპერტი მედეა ტაბატაძე, რომელმაც ისაუბრა HR ბრენდინგის თანამედროვე ტენდენციებზე და იმაზე, თუ როგორ ქმნის თანამშრომლისა და ბრენდის სინერგია კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე ბიზნეს რეალობაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე დროშა გამოიფინა

23.05.2026.16:00

26 მაისის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე კვლავ გამოიფინა საქართველოს დროშა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ეს ტრადიცია საქართველოს ბანკისთვის 26 მაისის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული.

დროშა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაზე მისი გამოფენა კი ერთგვარი მოწოდებაა - ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი და გამოვფინოთ საქართველოს დროშა ჩვენს სივრცეებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა