მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

news image
mbc image

„არქიმ“ მასშტაბური გამწვანების ინიციატივის ფარგლებში ქალაქ რუსთავს მარადმწვანე ხის ნერგები საჩუქრად გადასცა. ულამაზესი კედრისა და მაგნოლიის ხეები ეტაპობრივად რუსთავის სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგვება.

პირველ ეტაპზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარე სკვერში, არქელებმა რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ნერგები სიმბოლურად, საკუთარი ხელით დარგეს.

ინიციატივას საქართველოში #1 დეველოპერული კომპანია „არქი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. კომპანიის მიზანია, უძრავი ქონების დეველოპმენტთან ერთად, ხელი შეუწყოს გარემოს გაჯანსაღებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვას.

„მწვანე ინიციატივები „არქისთვის“ უმნიშვნელოვანესია, რაც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. წლის განმავლობაში ვგეგმავთ არაერთი მსგავსი პროექტის განხორციელებას, სადაც არქელები აქტიურად ჩაერთვებიან,“ - განმარტავს შიო ხეცურიანი, „არქის“ გენერალური დირექტორი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TTE ROOMS 2026 წლის პირველ 6 თვეს აჯამებს - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

24.08.2026.09:01

TTE ROOMS-ისთვის 2026 წლის პირველი ნახევარი ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით აქტიური აღმოჩნდა. კომპანიაში გაიზარდა ჯავშნების რაოდენობა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან.

კომპანიის დამფუძნებელი ემილ სარქისიანი Business Insider Georgia-სთან TTE ROOMS-ის 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით TTE ROOMS-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს. რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

TTE ROOMS უკვე ექვსი წელია, რაც თბილისში სტუმრებს განსხვავებულ და ინტერაქტიულ გასართობ გამოცდილებას - Escape Room თამაშებს სთავაზობს. Escape Room არის რეალურ სივრცეში შექმნილი სათავგადასავლო თამაში, სადაც მონაწილეები კონკრეტული ისტორიის გმირები ხდებიან და განსაზღვრულ დროში, გუნდური მუშაობის, ლოგიკური აზროვნების, დაკვირვებისა და სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნის საშუალებით აღწევენ თამაშის საბოლოო მიზანს.

ამ ექვსი წლის განმავლობაში TTE ROOMS-მა შეძლო ერთგული მომხმარებლების შეძენა და ათასობით ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრის მასპინძლობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში შევქმენით გასართობი სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელს იზიდავს, არამედ საერთაშორისო სტუმრებისგანაც მაღალ შეფასებებს ღებულობს.

2026 წლის პირველი ნახევარი კომპანიისთვის განსაკუთრებით აქტიური და პროდუქტიული აღმოჩნდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯავშნების რაოდენობა, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან. საერთაშორისო სტუმრებს შორის განსაკუთრებით მაღალია ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული მომხმარებლების წილი.

ჩვენთვის 2026 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ახალი თამაშების შექმნის პროცესის დაწყებაა. გუნდის აქტიური მუშაობის შედეგად უკვე შევქმენით ორი ახალი კონცეფცია, რომლებიც განვითარების საბოლოო ეტაპს უახლოვდება და უახლოეს მომავალში სტუმრებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე პროექტი TTE ROOMS-ის გუნდის მიერ ნულიდან იქმნება. ისინი არ წარმოადგენს სხვა ქვეყნებში არსებული თამაშების ანალოგს ან კოპირებას. სიუჟეტი, თავსატეხები, დეკორაციები, ტექნიკური გადაწყვეტილებები, ვიზუალური გარემო და თამაშის მიმდინარეობის ლოგიკა ჩვენი გუნდის მიერ მუშავდება.

რა იქნება TTE ROOMS-ის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს, მათ შორის ახალი ფილიალის განვითარების კუთხით?

2026 წლის დარჩენილი პერიოდის მთავარი მიზანია - გაფართოება. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს არჩევანის უფრო ფართო შესაძლებლობა შევთავაზოთ და ერთი წარმატებული მოდელიდან რამდენიმე განსხვავებული გამოცდილების მქონე გასართობ სივრცედ გარდავიქმნათ.

ამასთანავე, მეტი სივრცე და მეტი თამაში საშუალებას მოგვცემს ერთსა და იმავე პერიოდში უფრო მეტი გუნდი მივიღოთ, გავზარდოთ ჯავშნების პოტენციური რაოდენობა და უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ინდივიდუალურ სტუმრებთან, ისე ტურისტულ ჯგუფებთან.

გაფართოება ჩვენთვის, ბუნებრივია, ბიზნესის ზრდასაც ნიშნავს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ გართობის ამ ფორმატს. გვინდა, რომ Escape Room საქართველოში თანდათან ისეთივე ბუნებრივ არჩევანად იქცეს მეგობრებთან, ოჯახთან ან კოლეგებთან დროის გასატარებლად, როგორიცაა სხვა უკვე დამკვიდრებული გასართობი აქტივობები.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?

2026 წლის მთავარ შედეგად მხოლოდ შემოსავლების ან ჯავშნების ზრდას არ განვიხილავთ. ჩვენთვის მთავარი შედეგი იქნება TTE ROOMS-ის განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასვლა.

TTE ROOMS-ის მიზანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან კონკურენტუნარიანი Escape Room კულტურა. გვინდა, რომ მომავალში უცხოელი სტუმრებისთვის თბილისი მხოლოდ ისტორიის, არქიტექტურის, ქართული სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის გამო კი არ იყოს საინტერესო, არამედ მათ საქართველოში შექმნილი უნიკალური გასართობი გამოცდილებებიც დაამახსოვრდეთ.

ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ეს ყველაფერი საქართველოში იქმნება - ჩვენი გუნდის იდეებით, ჩვენი სცენარებით, ჩვენი დიზაინითა და ჩვენი ხედვით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა