მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს

news image
mbc image

საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა „NEXT“-მა ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სივრცე ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესუბანში, The Warsaw HUB-ში განთავსდა. აღნიშნული ცენტრი, სადაც გლობალური კომპანიების, მათ შორის Google-ის რეგიონული ოფისებია განლაგებული, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბია, რაც კომპანიების საერთაშორისო გაფართოებისთვის სტრატეგიული ლოკაციაა.

ოფისის ოფიციალურ გახსნას, კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პარტნიორები, საერთაშორისო ინვესტორები და პოლონური ბიზნესსაზოგადოების წევრები. სტუმრებს შორის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

პოლონური ოფისი, კომპანიების მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ოფიციალურად გახსნეს „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა და NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ. ღონისძიების ფარგლებში პოლონეთის ბაზარზე კომპანიის გრძელვადიან ხედვაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში არსებულ მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

ვარშავის ახალი ოფისი რეგიონულ ჰაბად იმუშავებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო პროექტებით არიან დაინტერესებული. ოფისი მომხმარებლებს შესთავაზებს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებას, საინვესტიციო მხარდაჭერასა და „არქისა“ და NEXT-ის უახლეს პროექტებზე პირდაპირ წვდომას.

„არქი“ საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით 20%-ს ფლობს. „არქი“ იყო პირველი დეველოპერი საქართველოში, რომელმაც მასშტაბური მასტერდეველოპმენტის კონცეფცია დანერგა. ილია წულაიასა და მისი პარტნიორების მიერ 2006 წელს დაფუძნებულ კომპანიას დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში „არქიმ“ საერთაშორისო გაფართოება დაიწყო და პროექტები წარადგინა გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, ფლორიდაში. კომპანიის მთავარი ღირებულებებია ხარისხი, საერთაშორისო ნდობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი ხედვა.

„პოლონეთში წარმომადგენლობის გახსნა „არქის“ საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველო უძრავი ქონების მიმართულებით სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპელი ინვესტორებისთვის, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მათთან კომუნიკაცია უფრო ხელმისაწვდომი, პირდაპირი და ეფექტიანი გავხადოთ. ვარშავის ოფისი დაგვეხმარება, პოლონელ ინვესტორებსა და საბროკერო კომპანიებს საქართველოს ბაზრის პოტენციალი ადგილზე გავაცნოთ და მათთან გრძელვადიანი პარტნიორობა განვავითაროთ“, - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.

NEXT-ისთვის ვარშავის ოფისის გახსნა კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს კომპანიის მესამე საერთაშორისო ოფისია, დუბაისა და კენიის შემდეგ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ განაცხადა:

„დღევანდელი დღე NEXT-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განვითარებას, როგორც საერთაშორისო ბრენდის. ეს უკვე ჩვენი მესამე საერთაშორისო ოფისია დუბაისა და კენიაში წარმატებული საქმიანობის შემდეგ. თბილისსა და ბათუმში მდებარე სათავო ოფისთან ერთად, დღეს უკვე სამ კონტინენტზე ვოპერირებთ“.

დღეისათვის NEXT-ს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე აშენებული და მიმდინარე განვითარების პროცესში 1 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი უძრავი ქონება აქვს, ხოლო კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია 65-ზე მეტი ქვეყნის ინვესტორს ემსახურება, მისი საერთაშორისო გაყიდვების გუნდი კი კონსულტაციას შვიდ ენაზე უზრუნველყოფს, მათ შორის პოლონურად, რაც სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებლებისთვის კომუნიკაციასა და მომსახურებას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა პოლონეთში დიანა ჟღენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებაზე, და აღნიშნა:

„ოფისის გახსნა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პოლონელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ სტაბილურად მზარდია. საქართველომ უკვე მყარად დაიმკვიდრა თავი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ჰაბად, რომელიც ბიზნესს ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოსა და ევროპისა და აზიის გასაყარზე ხელსაყრელ, სტრატეგიულ მდებარეობას სთავაზობს. ბოლო წლებში დაფიქსირებული შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა ამის ნათელი ილუსტრაციაა: 2024 წელს მაჩვენებელმა 9%-ს მიაღწია, ხოლო 2025 წელს - 7.5%-ს. ეს მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო კაპიტალისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საიმედო ლოკაციის, პოზიციას“.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა