„არქიმ“ და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტი - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს
„არქიმ“, საქართველოში #1 დეველოპერმა, და NEXT-მა, პირველმა საერთაშორისო დეველოპერმა საქართველოდან, ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული საკურორტო პროექტი - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს.

პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონია ქობულეთში, ყოფილი ინტურისტის ტერიტორიაზე გაიმართა და მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებისთვის და კიდევ უფრო აძლიერებს ქობულეთის პოზიციონირებას, როგორც პრემიუმ საკურორტო მიმართულებას შავი ზღვის სანაპიროზე.

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს „არქი“ და NEXT-ი მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კომპლექსი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს, საკონფერენციო სივრცეს, ლობის, ლაუნჯს, 6 სხვადასხვა ბრენდის რესტორანს, კაზინოს, 3000 კვ.მ სპა და ფიტნეს სივრცეს, გამაჯანსაღებელ ცენტრსა და საბავშვო გასართობ სივრცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, არონ ლიბინსონი - Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და CIS-ის რეგიონში, ასევე იან დაიკემა - Chapman Taylor-ის მადრიდის სტუდიის დირექტორი.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, სტუმრებმა პროექტის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

სხვა სიახლეები
დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 20% Enza Home-ში, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
04.06.2026.15:34
საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ერთგული მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, Enza Home-ში შოპინგისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით ისარგებლონ და დამატებითი სარგებელი მიიღონ.
შეთავაზების ფარგლებში, 5-7 ივნისს, Enza Home-ში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით შეძენილ პროდუქციაზე მომხმარებლები 20%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 500 ლარი).
Enza Home მომხმარებლებს სახლის ინტერიერისთვის საჭირო ავეჯის, დეკორისა და აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. აქციის ფარგლებში კი სასურველი ნივთის შეძენა კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით არის შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ თანხის ნაწილი წინასწარ გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ.