„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
საქართველოს #1 დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას საბანკო სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა იმ მიმართულებებზე იმსჯელეს, რომლებიც მომხმარებლებისთვის უფრო მოქნილი სერვისებისა და მათზე მორგებული პირობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება „პარაგრაფ თაბორში“ გაიმართა. „არქისა“ და თიბისი ბანკის თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება. კომპანიების შეფასებით, ეს საბანკო და უძრავი ქონების სექტორებს შორის ეფექტიანი პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებმა, მაღალი ხარისხის პროექტებთან ერთად, მათზე მორგებული პირობებითა და მრავალფეროვანი სერვისებით ისარგებლონ. ეს ეხება ბინის შეძენით დაინტერესებულ ყველა პირს. ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა, რომ შექმნილი გადაწყვეტილებებით მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. თიბისის მაღალი ჩართულობა აძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და დამატებით შესაძლებლობებს ქმნის სექტორში“, - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.


სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.