მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

news image
mbc image

გრანდ ავენიუზე მხოლოდ არქელებისთვის საახალწლო ქალაქი მოეწყო, რომელმაც ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა სტუმრებს. ადგილზე სადღესასწაულო გარემო იყო შექმნილი; წარმოდგენილი იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრები, გორის ბავშვთა გუნდის შთამბეჭდავი პროგრამა, ბალერინების საზეიმო პერფორმანსი და საინტერესო აქტივობები მთელი ოჯახისთვის.

ღონისძიების ძირითადი სივრცე სოციალური საწარმოების, ქალი ენტერპრენერებისა და მიკრო მეწარმეებს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაეთმო. ინიციატივა „არქის“ სოციალური პასუხისმგებლობის და  ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებშიგანხორციელდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ 50 მეწარმის უნიკალურ ნამუშევრებს. კომპანია „არქიმ“ საახალწლო საჩუქრებთან ერთად სტუმრებს ფულადი ღირებულების ვაუჩერები გადასცა, რომელთა გადაცვლაც ადგილზე სასურველ პროდუქციაში შეეძლოთ; არქელებიც ამ კეთილი საქმის თანამონაწილეები გახდნენ.

ინიციატივამ დადებითი შეფასება დაიმსახურა. მონაწილეების თქმით, „არქიმ“ მათ მისცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია უშუალოდ მომხმარებლისთვის გაეცნოთ და შედეგებითაც საუკეთესო პრეცედენტები შეიქმნა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლური ნაწილი დაეთმო უნიკალურ საახალწლო ნაძვის ხეს, რომელიც გაფორმებული იყო George Coby-ის (გიორგი კობახიძის) საკოლექციო მინის საშობაო სათამაშოებით. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო ამერიკის კულტურის ცენტრისა და The Financial-ის მიერ, „არქისთან“ და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი მეწარმის წარმატების ისტორია არის ამბავი, რომელმაც საახალწლო ნაძვის ხე მილიონობით ამერიკული ოჯახისთვის დღესასწაულის სიმბოლოდ აქცია. როგორც „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ აღნიშნა, George Coby-ის ისტორია თითოეული მეწარმისთვის შთაგონების მაგალითი უნდა გახდეს.

„არქელებისთვის გრანდ ავენიუზე გამართული საახალწლო ღონისძიება  ახალი ტრადიციის დასაწყისია. ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მომხმარებლებისთვის კიდევ მრავალ პოზიტიურ და სადღესასწაულო გამოცდილებას შექმნის. კომპანია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას“, - აღნიშნა ილია წულაიამ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა