მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არქისა და პარტნიორების მხარდაჭერით ნიუ-იორკში თბილისობა გაიმართება

news image
mbc image

8 ნოემბერს ბრუკლინში, ქონი-აილენდზე „თბილისობა“ გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია არქი, საქართველოს #1 დეველოპერი. ღონისძიება აშშ-ში უკვე 10 წელია ტარდება და ყველაზე მასშტაბური ქართული კულტურული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს. მისი ორგანიზატორია ამერიკაში დაფუძნებული ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“.

„თბილისობა“ აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც თანამემამულეებს აერთიანებს და მათ ქართულ ტრადიციებთან სიახლოვის შესაძლებლობას აძლევს.

წელს ღონისძიებას არქის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. კომპანიის გუნდი ნიუ-იორკში სპეციალურად გაემგზავრება, რომ ქართულ დიასპორას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობები და სპეციალური შეთავაზებები გააცნოს.

„მოუთმენლად ველით ქართულ დიასპორასთან შეხვედრას. არქისთვის ემიგრანტებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მაქსიმალურად გავუმარტივოთ. მოქნილი გადახდის პირობებითა და სპეციალური შეთავაზებებით მათ შესაძლებლობა აქვთ, ბინა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო ქონების სახით შეიძინონ. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბევრი ემიგრანტისთვის საქართველოში საკუთარი სახლი სწორედ არქისთან ასოცირდება. მზად ვართ, ადგილზე გავაცნოთ მათ ყველა შესაძლებლობა და ინდივიდუალურად ვუპასუხოთ კითხვებს“, - აღნიშნავს არქის ბრენდმენეჯერი მარიამ რობაქიძე.

2026 წელი არქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებითა და ახალი მიღწევებით გამოირჩევა. კომპანიამ, სულ ცოტა ხნის წინ, არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპი წარადგინა და გაყიდვების რეკორდი დაამყარა, სპეციალურ ღონისძიებაზე ხუთ საათში 1 202 ბინა გაიყიდა. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არქიმ Trump Tower Tbilisi-ის პროექტიც დააანონსა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პორტფელი 55 დასრულებულ და 31 მიმდინარე პროექტს მოიცავს, ხოლო არქელების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 75 000-ს აღემატება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა