არქისა და პარტნიორების მხარდაჭერით ნიუ-იორკში თბილისობა გაიმართება
8 ნოემბერს ბრუკლინში, ქონი-აილენდზე „თბილისობა“ გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია არქი, საქართველოს #1 დეველოპერი. ღონისძიება აშშ-ში უკვე 10 წელია ტარდება და ყველაზე მასშტაბური ქართული კულტურული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს. მისი ორგანიზატორია ამერიკაში დაფუძნებული ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“.
„თბილისობა“ აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც თანამემამულეებს აერთიანებს და მათ ქართულ ტრადიციებთან სიახლოვის შესაძლებლობას აძლევს.
წელს ღონისძიებას არქის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. კომპანიის გუნდი ნიუ-იორკში სპეციალურად გაემგზავრება, რომ ქართულ დიასპორას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობები და სპეციალური შეთავაზებები გააცნოს.
„მოუთმენლად ველით ქართულ დიასპორასთან შეხვედრას. არქისთვის ემიგრანტებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მაქსიმალურად გავუმარტივოთ. მოქნილი გადახდის პირობებითა და სპეციალური შეთავაზებებით მათ შესაძლებლობა აქვთ, ბინა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო ქონების სახით შეიძინონ. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბევრი ემიგრანტისთვის საქართველოში საკუთარი სახლი სწორედ არქისთან ასოცირდება. მზად ვართ, ადგილზე გავაცნოთ მათ ყველა შესაძლებლობა და ინდივიდუალურად ვუპასუხოთ კითხვებს“, - აღნიშნავს არქის ბრენდმენეჯერი მარიამ რობაქიძე.
2026 წელი არქისთვის მნიშვნელოვანი პროექტებითა და ახალი მიღწევებით გამოირჩევა. კომპანიამ, სულ ცოტა ხნის წინ, არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპი წარადგინა და გაყიდვების რეკორდი დაამყარა, სპეციალურ ღონისძიებაზე ხუთ საათში 1 202 ბინა გაიყიდა. ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არქიმ Trump Tower Tbilisi-ის პროექტიც დააანონსა, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის პორტფელი 55 დასრულებულ და 31 მიმდინარე პროექტს მოიცავს, ხოლო არქელების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 75 000-ს აღემატება.
სხვა სიახლეები
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
06.11.2026.15:12
ტემპერატურის კლებასთან ერთად, ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ცივი სეზონი მანქანის ტექნიკური გამართულობის მიმართ დამატებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან დაბალ ტემპერატურაზე წარმოქმნილმა პრობლემებმა შესაძლოა, როგორც გადაადგილებისას შეგვიქმნას დისკომფორტი, ისე უსაფრთხოების რისკები გაზარდოს.
მომხმარებლებზე ზრუნვისა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა“ ნოემბერში მძღოლებს სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე სპეციალური ფასები და აქციები მოუმზადა. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს კომპანიის პარტნიორი წამყვანი ბრენდების აკუმულატორებზე, ზამთრის საბურავებსა და ანტიფრიზებზე, ასევე ჰაერისა და სალონის ფილტრების სრულიად უფასოდ შეცვლის მომსახურებას. დამატებით, სპეციალური პირობებით სარგებლობა ბათუმში ავტონაწილების შეძენისასაც არის შესაძლებელი.
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „ნოემბერი ავტომობილის ცივი სეზონისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რადგან ამ დროს ტემპერატურის კლება უკვე შესამჩნევი ხდება. მნიშვნელოვანია, მძღოლებმა დროულად შეამოწმონ და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ავტომობილის კომპონენტები, რომლებიც არა მხოლოდ მის გამართულ მუშაობას, არამედ საკუთარი, მგზავრებისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების უსაფრთხოებას უკავშირდება.
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ავტოსერვისის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. ყოველი მეორე მძღოლი ავტოსერვისთან პირველ ასოციაციად სწორედ მას ასახელებს. ეს ნდობა კი კომპანიისთვის, სიამაყის საფუძველთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ხარისხის საიმედო სტანდარტი მუდმივად შევთავაზოთ. ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს, რომ სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტის, მათ შორის, აკუმულატორებისა და ზეთების შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ მძღოლების პირველი არჩევანია. კომპანია მომხმარებლებს უსმენს და ამჯერადაც გადავწყვიტეთ, ზამთრის სეზონზე მათთვის ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა“.

ნოემბერში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მძღოლებს აკუმულატორების წამყვანი ბრენდების პროდუქციაზე სპეციალური პირობებით სარგებლობა შეუძლიათ. ENERGIZER-ის ახალი აკუმულატორის შეძენისა და ძველის ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი თითოეულ ჩაბარებულ 1 ამპერზე 2-ლარიან ფასდაკლებას მიიღებს. ნოემბერში აკუმულატორის შეძენა 129 ლარიდან იქნება შესაძლებელი.
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდებზე 3-წლიან გარანტიას, ავტომობილის ტექნიკური პასპორტის მიხედვით აკუმულატორის სწორად შერჩევასა და ელექტრონიკის დაცვით მონტაჟსაც სთავაზობს.

განსაკუთრებული შეთავაზებებია ზამთრის საბურავებზე. ავტომობილის ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც გზასთან უშუალო შეხება აქვს, სწორედ საბურავია, ამიტომ მისი სეზონთან შესაბამისობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტია. დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი სათანადო მოჭიდებას ვეღარ უზრუნველყოფს მაშინაც კი, როდესაც გზაზე თოვლი არ არის. ცივ პირობებში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის „თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს Petlas-ის ზამთრის საბურავების შერჩეულ მოდელებზე სპეციალურ ფასებს სთავაზობს: 225/50 R17 ზომის Snowmaster 2 Sport – 189 ლარად, 215/55 R17 – 179 ლარად, 205/55 R16 – 139 ლარად, 195/65 R15 ზომის Snowmaster 2 – 129 ლარად, ხოლო 175/65 R15 – 119 ლარად. აღსანიშნავია, რომ Petlas გამოირჩევა 50-წლიანი გამოცდილებითა და საინტერესო ისტორიით. კომპანიამ საბურავების წარმოება 1976 წელს თურქეთის საჰაერო ძალებისთვის დაიწყო.
ზამთარში ავტომობილის გამართული მუშაობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის მდგომარეობა. ხარისხიანი ანტიფრიზი ძრავის გაგრილების სისტემაში სითხის გაყინვისგან დაცვას უზრუნველყოფს და ცივ ამინდში მის ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს. „თეგეტა მოტორსმა“ კი მძღოლების ხელშეწყობისთვის, ნოემბერში ანტიფრიზებზე 20%-იანი ფასდაკლება მოამზადა.
კომპანიის კიდევ ერთი შეთავაზება ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლას ეხება – ნოემბერში ორივე მომსახურება უფასოა. ჰაერის ფილტრი ძრავისთვის მიწოდებული ჰაერის გაწმენდას უზრუნველყოფს, ხოლო სალონის ფილტრი ავტომობილში შემომავალი ჰაერის ხარისხზე ზრუნავს. მათი დროული შეცვლა მნიშვნელოვანია როგორც ძრავის გამართული მუშაობისთვის, ისე მგზავრებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
ნოემბერში სპეციალური შეთავაზება მოქმედებს ბათუმშიც – ქალაქში ავტონაწილების შეძენისას მომხმარებლები 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ნოემბრის შეთავაზებები მძღოლებს შესაძლებლობას აძლევს, ავტომობილი ზამთრისთვის დროულად მოამზადონ, სეზონისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის პროდუქტები თუ მომსახურება სპეციალური, შეღავათიანი პირობებით მიიღონ და, „თეგეტა მოტორსთან“ ერთად, უსაფრთხოდ მეტი გაიარონ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.