მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Art Drive გაფართოებას გეგმავს - ავტოსკოლა შესაძლოა 2026 წელს რუსთავშიც გაიხსნას

news image
mbc image

ავტოსკოლა არტ დრაივი • Art Drive გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, კომპანია რუსთავში ახალ ფილიალს 2026 წელს გახსნის.

„გაფართოებაზე ვფიქრობთ. არსებობს მიწის პრობლემა, თუმცა რუსთავში გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები. თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და მიწა შევიძინეთ, რუსთავში ავტოსკოლას უკვე 2026 წელს გავხსნით,“ - განმარტავს ბერიშვილი.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება საკუთარი რესურსებითა და ბანკის დახმარებით იგეგმება.

ავტოსკოლის დამფუძნებელი მიმდინარე სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც აჯამებს და განმარტავს, რომ Art Drive-ს მაგალითზე მომართვიანობა იზრდება, ჩაჭრის მაჩვენებელი კი მცირდება

ბერიშვილის განცხადებით, 2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომართვიანობა გაზრდილია, განსაკუთრებით - A და B კატეგორიის მართვის მოწმობის მიღების მსურველთა მიმართულებით.

„ჩაჭრის მაჩვენებელი იკლებს და პირველივე გამოცდაზე წარმატების მაჩვენებელი ნელ-ნელა იზრდება. ადამიანები უფრო გაგებით ეკიდებიან ჩვენს რჩევებს, შესაბამისად, წარმატებით აბარებენ. შვიდი თვის მონაცემებით, A და B კატეგორიის მსურველთა მხრიდან მომართვიანობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8–10%-ით არის გაზრდილი,“ - ამბობს ბერიშვილი.

ზრდა განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან შეინიშნება

ავტოსკოლის დამფუძნებლის თქმით, ავტოსკოლაში მამაკაცების მხრიდან მომართვიანობა უფრო მეტადაა გაზრდილი, თუმცა ქალთა რიცხვიც მატულობს.

„გარდამტეხი ცვლილებაა. ადრე მოდიოდნენ კითხვით - 3 ან 5 გაკვეთილში თუ ვისწავლითო?  ახლა კი ბევრად უფრო მოტივირებულები არიან და მაქსიმალურად ითვალისწინებენ ინსტრუქტორების რჩევებს. საშუალოდ 20-დან 25 გაკვეთილამდე სჭირდებათ წარმატებული ჩაბარებისთვის - მოედანი და ქალაქი ერთად,“ - აღნიშნავს ბერიშვილი.

„არტ დრაივი“ – ერთ-ერთი წარმატებული ავტოსკოლა თბილისში

„არტ დრაივი“ 2010 წელს დაარსდა და სულ რაღაც ხუთ წელიწადში ერთ-ერთ საუკეთესო ავტოსკოლად ჩამოყალიბდა თბილისში, რაც მომსახურების მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

ავტოსკოლა მომხმარებლებს სთავაზობს ყველა კატეგორიის თეორიული და პრაქტიკული კურსების გავლას, მათ შორის — ჩაბარების გარანტიით.

ამ დროისთვის „არტ დრაივი“ სრულ დატვირთვაში ოპერირებს თბილისში, შემდეგ მისამართზე: წერეთლის N2, „დინამო არენა“, კარი 2-3 (ცენტრალური შესასვლელი).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა