მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„არტემ“ საქმიანობის მიმართულება გააფართოვა - კომპანიამ გარე და შიდა ინტერიერის ბრენდირების სერვისი დაამატა

news image
mbc image

„არტე“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - კომპანიამ შიდა პროცესები გააციფრულა და მომსახურების პორტფელი გააფართოვა.

კომპანიის განვითარების, გაფართოებული სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „არტეს“ დამფუძნებელი, ნინო გიგინეიშვილი ესაუბრა.

„არტე“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ბოლო პერიოდში კომპანიის შიდა სისტემების მოწესრიგებაზე აქტიურად ვიმუშავეთ - პროცესები გავაციფრულეთ, მიმართულებების მიხედვით პასუხისმგებლობები უფრო მკაფიოდ გადავანაწილეთ და თითოეული გუნდის მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელები განვსაზღვრეთ. ამ ცვლილებების შედეგად, წარმოების პროცესები გახდა უფრო ორგანიზებული, ოპტიმიზირებული და ეფექტიანი.

კომპანიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ახალი მიმართულების დამატებაა. შევქმენით ცალკე დეპარტამენტი, რომელიც ბრენდირებული სივრცეების მოწყობაზე იქნება ორიენტირებული და გააერთიანებს, როგორც შიდა, ისე გარე ინტერიერის მიმართულებებს.

ახალი მიმართულების ფარგლებში ვქმნით სხვადასხვა ტიპის ბრენდირებულ პროდუქტს და სივრცის ელემენტებს - იქნება ეს პოსტერები, ბრენდირებული შპალერი, სადგამები, როლაფები, პრეს-ბანერები, მანიშნებელი აბრები, პრომო მაგიდები, მოცულობითი ასოები, ბრენდირებული მაცივრები, ფარდები და სხვა შიდა სივრცის ელემენტები.

გარე მიმართულება მოიცავს ვიტრინების, ავტომობილების, გარე სივრცეების ბრენდირებას, მანათობელ ასოებსა და ყუთებს, დროშებს, ბრენდირებულ სკამებს, ტენტებსა და სხვა საიმიჯო კონსტრუქციებს. ასევე ვმუშაობთ ივენთების მიმართულებით და მომხმარებლებს ვთავაზობთ ღონისძიებებისთვის საჭირო ბრენდირებული პროდუქციის სრულ მომსახურებას - დაწყებული სივრცის გაფორმებით, დასრულებული სხვადასხვა აქსესუარებით.

ამ მიმართულებას საკუთარი გუნდი და ცალკე სამონტაჟო ჯგუფი ჰყავს, რაც საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს სრული ციკლის მომსახურება შევთავაზოთ. უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა მსხვილ ბრენდებთან და ვფიქრობთ, ეს მიმართულება კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება“, - აცხადებს ნინო გიგინეიშვილი.

კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და იმპორტის მიმართულების განვითარებას გეგმავს.

„ჩვენი მთავარი მიზანი უწყვეტი ზრდა და განვითარებაა. ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი რესურსების დამატებას და საწარმოო მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას.

ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ იმპორტის მიმართულების განვითარებაზე. უკვე შერჩეულია შესაბამისი გუნდი და მიმდინარეობს შიდა პროცესების დახვეწა. წლის ბოლომდე გვინდა, ეს მიმართულება სრულად იყოს დანერგილი კომპანიაში და ჩვენი მომსახურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ „არტეს“ საკმაოდ ბევრი, მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებითა და მაღალი პასუხისმგებლობით. პროდუქცია იწარმოება საქართველოში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა