მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

news image
mbc image

თუ საერთაშორისო განათლების მიღებაზე ფიქრობ, აშშ და დიდი ბრიტანეთი გამორჩეული უნივერსიტეტებითა და სწავლების ხარისხით, ალბათ, შენი სიის სათავეშია. საქართველოს ბანკი კი გაძლევს შესაძლებლობას, ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიებით ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთში სრული დაფინანსებით ისწავლო. სანამ აპლიკაციის შევსებას დაიწყებ, უნდა იცოდე, რით განსხვავდება ეს ორი სტიპენდია ერთმანეთისგან, რომ არჩევნის გაკეთება გაგიმარტივდეს.

პროგრამების ხანგრძლივობა

ყველაზე თვალსაჩინო სხვაობა დროსა და ადგილშია. ფულბრაიტი გაძლევს შესაძლებლობას, 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა აშშ-ში გაიარო. ჩივნინგი კი დიდ ბრიტანეთში 1-წლიან, საკმაოდ ინტენსიურ და დინამიკურ სამაგისტრო კურსს გთავაზობს. შესაბამისად, უნდა გადაწყვიტო, გირჩევნია აკადემიურ პროცესს ორი წელი დაუთმო, თუ ბრიტანული მოდელით ერთ წელში დაასრულო სწავლა.

ვინ შეიძლება გახდეს სტიპენდიატი?

ორივე პროგრამა ითხოვს ბაკალავრის დიპლომს და არც ერთს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, თუმცა სამუშაო გამოცდილების კუთხით მიდგომები განსხვავებულია. ჩივნინგის აპლიკაციის შესავსებად აუცილებელია, უკვე გქონდეს 2800-საათიანი (დაახლოებით 2 წელი) სამუშაო გამოცდილება, სტაჟირებასა ან მოხალისეობაც გამოცდილებაში გეთვლება. ფულბრაიტს კი მსგავსი მკაცრი მოთხოვნა არ აქვს და კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის ცნობის საფუძველზე მაშინაც შეგიძლია, თუ მე-4 კურსზე ხარ.

რას ფარავს სტიპენდია?

ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით არჩევნის გაკეთება არ მოგიწევს, ორივე პროგრამა მაქსიმალურ კომფორტს გთავაზობს და შენგან მხოლოდ განვითარებასა და სწავლაზე ფოკუსირებას ითხოვს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებისთვის როგორც ფულბრაიტის, ისე ჩივნინგის შემთხვევაში, სრულად ფინანსდება ყველა ძირითადი ტიპის ხარჯი. დაფინანსება ითვალისწინებს სწავლის საფასურს, ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისთვის, ვიზის, მგზავრობის და ყველა სხვა თანმდევ, აუცილებელ ხარჯს.

როგორ უნდა აირჩიო უნივერსიტეტი?

ფულბრაიტის შემთხვევაში აპლიკაციაში სასურველ უნივერსიტეტებს უთითებ და ასაბუთებ შენს არჩევანს, თუმცა გამარჯვების შემდეგ პროცესს უკვე ფულბრაიტის გუნდი იბარებს. სწორედ ისინი ეკონტაქტებიან სასწავლებლებს და საჭიროების შესაბამისად ალტერნატიულ ვარიანტებსაც გთავაზობენ.

ჩივნინგის კონკურსში მონაწილეობისას კი ჩარიცხვის პროცესს თავად მართავ: აპლიკაციაში 3 სასურველ კურსს უთითებ, სტიპენდიის მისაღებად კი აუცილებელია, რომ მინიმუმ 1 უნივერსიტეტიდან უპირობო შეთავაზება (Unconditional Offer) დამოუკიდებლად მიიღო.

აპლიკაციის ფოკუსი და ესეები

თუ ფულბრაიტის აპლიკაცია უფრო აკადემიურ მიზნებზეა ორიენტირებული, ჩივნინგი პრაქტიკულ უნარებს ეძებს. ფულბრაიტის შემთხვევაში მთავარია დაასაბუთო, კონკრეტულად რის სწავლას აპირებ და რა არის შენი აკადემიური მიზანი. ჩივნინგის ესეებში (მაქსიმუმ 500 სიტყვა) კი მკაფიოდ უნდა გამოავლინო შენი ლიდერული პოტენციალი, ნეთვორქინგის უნარები და უკვე არსებული კარიერული მიღწევები.

ტესტები და დოკუმენტაცია

ორივე პროგრამის სააპლიკაციო მოთხოვნები საკმაოდ ვრცელია:

გამოცდები: ფულბრაიტის ფინალისტებს ოქტომბერში სავალდებულო ტესტების ჩაბარება უწევთ (TOEFL ყველასთვის, პლუს GRE ან GMAT მიმართულების მიხედვით). ჩივნინგმა პროგრამის დონეზე ინგლისური ენის ტესტი გააუქმა, თუმცა ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი მაინც დაგჭირდება უშუალოდ უნივერსიტეტისგან მოწვევის მისაღებად.

საბუთები: ჩივნინგისთვის მთავარია 3 კურსის ზუსტი შერჩევა. ფულბრაიტი კი ითხოვს 3 სარეკომენდაციო წერილს გაცვლითი პროგრამების ნიშნების ფურცლებს და ზოგიერთ სპეციალობაზე ინგლისურენოვან აკადემიურ ნაშრომს.

რა შეცდომებს უნდა ავარიდოთ თავი

იმისათვის, რომ შენი აპლიკაცია ტექნიკური ხარვეზების გამო არ დაიწუნონ, აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:

ჩივნინგის აპლიკაციის შევსებისას:

• ყურადღება მიაქციე, რომ ერთი და იგივე კურსი რამდენჯერმე არ მიუთითო, რადგან ამის გამო კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნები.

• მოერიდე ერთი და იმავე სამუშაო გამოცდილების დუბლირებასა და საათების ხელოვნურად გაორმაგებას.

• გახსოვდეს, რომ ესეების წერისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კატეგორიულად იკრძალება.

ფულბრაიტის აპლიკაციის შევსებისას:

• ყურადღება მიაქციე პლაგიატს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აკადემიური ნაშრომის ნიმუშს ტვირთავ.

• გაგზავნამდე ორჯერ გადაამოწმე, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი სისტემაში ნამდვილად ატვირთულია.

• აპლიკაცია გაგზავნამდე აუცილებლად გადაიკითხე რამდენჯერმე, რათა სრულად აირიდო თავიდან გრამატიკული თუ მართლწერის შეცდომები.

მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე პროგრამა ეძებს ადამიანებს, რომლებიც მიღებულ ცოდნასა და განვითარებას საკუთარი ქვეყნის უკეთესობიისკენ შეცვლისთვის გამოიყენებენ. ამიტომ შერჩევის ეტაპზე აუცილებელია, გქონდეს მკაფიო ხედვა, რას გააკეთებ, როცა სამშობლოში დაბრუნდები.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობები უსაზღვროა. აუცილებლად სცადე ბედი, შეავსე აპლიკაცია და არასოდეს გაჩერდე განათლების გზაზე.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის ყველა საერთაშორისო სტიპენდია 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image განათლებიდან შესაძლებლობებამდე - რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

10.09.2026.14:27

ანა ლომთაძე- Forbes Under 30-ის განათლების კატეგორიის ჟიურის წევრი

განათლება ერთ-ერთი ის სფეროა, რომლის შედეგიც ყოველთვის მყისიერად არ ჩანს. ზოგჯერ მისი გავლენა ერთი ადამიანის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯში, წლების შემდეგ შექმნილ იდეაში, ახალ აღმოჩენაში ან პროფესიულ გზაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ვლინდება. სწორედ ეს გრძელვადიანი გავლენა აქცევს განათლებას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად, რომლის შედეგიც არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ საზოგადოების მომავალზეც აისახება.

„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ადამიანების მხარდაჭერა არ ნიშნავს უკვე არსებული შესაძლებლობების ათვისების პროცესში მათ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, თავად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა, რომელიც მათ განვითარებაში, ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება. სწორედ ამიტომ არის განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და მიღებული ცოდნა რეალურ ცვლილებად აქციონ. Forbes Under 30-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ხედვის ნაწილია - ეს არის შესაძლებლობა, აღმოვაჩინოთ და დავაფასოთ გამორჩეული ახალგაზრდები, მათი ხედვები და ის ძალისხმევა, რომლითაც ისინი ახალ შესაძლებლობებს ქმნიან“, - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

უფრო დეტალურად კი, რატომ არის განათლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ბანკისთვის ახალგაზრდების აღმოჩენა და გაძლიერება, ანი ლომთაძე ინტერვიუში გვესაუბრება.

განათლება, რომელიც შესაძლებლობად იქცევა

ჩვენი გამოცდილებით, განათლებას ყველაზე დიდი ძალა აქვს მაშინ, როდესაც ის მხოლოდ ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება და ადამიანს მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

სწორედ ამ ხედვით ვუჭერთ მხარს და ვახორციელებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას - სასკოლო განათლებისა და STEM მიმართულებებიდან დაწყებული, ფინანსური განათლებით, საერთაშორისო გამოცდილებითა და ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნით გაგრძელებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც კითხვების დასმას, ახალი მიმართულებების აღმოჩენას, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და ახალი გზების ძიებას შეძლებენ. სწორედ ამიტომაც ვუჭერთ მხარს ისეთ პროექტებს, რომლებიც განათლებას პრაქტიკულ გამოცდილებასთან აკავშირებს. საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ მიღებული ცოდნა ახალგაზრდისთვის მხოლოდ სასწავლო პროცესის ნაწილი არ იყოს,არამედ და ის საკუთარ შესაძლებლობებად, იდეებად და კონკრეტულ მოქმედებად აქციონ”.

რატომ Forbes Under 30?

ამ ხედვას განსაკუთრებულად კარგად ეხმიანება Forbes Georgia Under 30.
როდესაც ვაკვირდებით ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სფეროში უკვე ქმნიან ცვლილებას, მათი წარმატების უკან ხშირად ერთი საერთო რამ დგას - სურვილი, მუდმივად ისწავლონ, განვითარდნენ და მიღებული ცოდნა რეალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად გამოიყენონ.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის Forbes Under 30-ის მხარდაჭერა მხოლოდ ერთი ღონისძიების მხარდაჭერა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახოთ ადამიანები, რომლებიც დღეს საკუთარ სფეროში ახალ იდეებს ქმნიან და ხვალ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების ავტორები გახდნენ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის ჟიურის წევრისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ ახალგაზრდების ისტორიების მოსმენა, რომლებიც ცოდნას კონკრეტულ მიზნად, მიზანს კი - რეალურ შედეგად აქცევენ.

ასეთი ადამიანების შეფასებისას მხოლოდ ის, რაც უკვე შექმნეს, არ არის მნიშვნელოვანი. არანაკლებ საინტერესოა მათი გზა - რა ისწავლეს, რა გამოწვევები გადალახეს, როგორ განვითარდნენ და, რაც მთავარია, როგორ იყენებენ საკუთარ ცოდნას სხვებისთვის ღირებულების შესაქმნელად.

რატომ გვჭირდება ახალგაზრდა ადამიანების აღმოჩენა

ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა მხოლოდ მათ მიერ უკვე მიღწეული შედეგების აღნიშვნას არ უნდა გულისხმობდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დანახვა, რომლებიც ჯერ გზის დასაწყისში არიან, თუმცა უკვე აქვთ იდეა, ცოდნა და სურვილი, რომ რაღაც შეცვალონ.

ხშირად სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად მხარდაჭერა - შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეა გამოსცადონ, ახალი ცოდნა მიიღონ, საერთაშორისო გამოცდილება შეიძინონ ან უბრალოდ დაინახონ, რომ მათ საქმიანობას მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ბანკის მრავალწლიანი გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანს საკუთარი განვითარების გზის განსაზღვრისა და ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება ეძლევა, შედეგი მხოლოდ ერთი ადამიანის წარმატება აღარ არის. მისი ცოდნა, გამოცდილება და მიღწევები შემდეგ უკვე სხვებისთვისაც შეიძლება იქცეს შესაძლებლობად.

ეს არის ის ჯაჭვი, რომლის გაძლიერებაც გვინდა - განათლება ქმნის ცოდნას, ცოდნა აჩენს შესაძლებლობას, შესაძლებლობა კი ცვლილების საფუძველი ხდება.

„განათლების გზაზე არ გაჩერდე“ - როგორც დამოკიდებულება

საქართველოს ბანკის „არ გაჩერდე“ ჩვენთვის მხოლოდ სლოგანი არ არის. ეს არის დამოკიდებულება განვითარების მიმართ - სურვილი, მუდმივად ეძებო ახალი გზა, ისწავლო, სცადო და მაშინაც გააგრძელო მოძრაობა, როცა საბოლოო პასუხი ჯერ არ გაქვს.

სწორედ ასეთ ადამიანებს ვხედავთ Forbes Under 30-ის მონაწილეებსა და გამარჯვებულებში. მათ შეიძლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფეროები, გამოცდილება და მიზნები ჰქონდეთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ - ისინი არ ჩერდებიან. განათლებაში ინვესტირება კი სწორედ ასეთი ადამიანების მხარდაჭერაა.

საქართველოს ბანკისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ დღეს არსებული შესაძლებლობების გაძლიერებას, არამედ იმ მომავლის შექმნაში მონაწილეობას, რომელშიც ახალგაზრდებს ექნებათ მეტი ცოდნა, მეტი არჩევანი და მეტი შესაძლებლობა, თავად შექმნან ის, რაც ჯერ არ არსებობს.

ამიტომაც გვჯერა განათლების ძალის - და ამიტომაც არ ვჩერდებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა