მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ასკანელი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image
mbc image

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში და უახლოეს პერიოდშიც გეგმავს ღვინის N1 გამოფენაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება. ამ და სხვა სიახლეების შესახებ, Business Insider Georgia  კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს ქეთი კენკიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, გასული წლის ბოლოს მოხდა ასორტიმენტის გაფართოება და არსებულ პორტფელს დაემატა ახალი კონიაკი.

„ასკანელი“ პარიზში იყო წარმოდგენილი. „ვაინ პარიზი" არის გამოფენა, ყოფილი Vinexpo Paris. აქ ვიყავით წარმოდგენილები და ძალიან წარმატებული იყო. ახლა, ვემზადებით გერმანიისთვის. ProWein დიუსელდორფში ღვინის N1 გამოფენაა, სადაც ჩვენი საკუთარი სტენდით ვიქნებით წარმოდგენილები. ველოდებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს.  გარდა ამისა, სიახლე გვაქვს ის რომ წინა წელს, წლის ბოლოს გამოვუშვით ახალი კონიაკი. 25 წლის საიუბილეო ბრენდი ექსკლუზიური, რომელიც უკვე კონკრეტულ ობიექტებშია განთავსებული და სტენდით არის ლამაზად  წარმოდგენილი. ეს არის ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტი და ამ პროდუქტის აქტივაციაზე ვმუშაობთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძვირფასი, განსხვავებული და ლიმიტირებულია. მოთხოვნა მასზე და მოწონება ძალიან დიდია მომხმარებლის მხრიდან“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ქეთი კენკიშვილი.

„ასკანელი" უახლოეს პერიოდში ახალი პროდუქტის დამატებას გეგმავს.

„თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში კიდევ ერთ ახალ პროდუქტს წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებელს. ეს იქნება Extra XO. ესეც ძალიან ექსკლუზიური, დახვეწილი, ლამაზი პროდუქტია და ძალიან გემრიელი რაც მთავარია. ეს ორი ჩვენი ექსკლუზიური და ლიმიტირებული პროდუქტი, რომელიც ახლახან ერთი გამოვუშვით და ერთი ელოდება ბოლო ეტაპებს და ამ თვის ბოლოს თუ არა შემდეგი თვის დასაწყისში აუცილებლად წარვუდგენთ მომხმარებელს“, - აცხადებს ქეთი კენკიშვილი.

2024 წლის საბოლოო მონაცემებით, კომპანიის პროდუქცია 30-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ამის გარდა, აქტიურად იგეგმება რამდენიმე ბაზრის დამატება.

„როგორც მოგეხსენებათ კომპანია ძალიან მძლავრია, დიდია, ძლიერია,  ბევრი პარტნიორი ჰყავს, მუდმივად სიახლეებშია და ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და  ჩვენ პროდუქტებთან ერთად საქართველოც, რაც თავისთავად გამოდის მსოფლიოს მაქსიმალურად  ბევრ ბაზარს.  ძალიან მზარდია ასკანელი, შარშანდელი წლის ბოლო მონაცემებით 30-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და წელს კიდევ რამდენიმე ბაზარი დაემატება პირველ კვარტალში იმიტომ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და იმედს ვიქონიებთ რომ ეს ყველაფერი წარმატებულად დასრულდება და დავიწყებთ პარტნიორობას. ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რომ ვიზრუნოთ პროდუქტის ხარისხზე, მის განსხვავებულ, დახვეწილ, მრავალფეროვან სტილზე, ასევე სხვადასხვა გემოებზე.  ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება, სხვადასხვანაირი ბიუჯეტი, სხვადასხვანაირი ცხოვრების წესი აქვს და შესაბამისად, ყველამ უნდა მოახერხოს და  იპოვოს ჩვენს პორტფელში და ამას ნამდვილად შეძლებს, იპოვოს თავისი გემო თავისი ბიუჯეტით, მისთვის სასურველი პროდუქტი მოძებნოს ასკანელში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ ყველაფერს მივაღწიეთ იმის დამსახურებით, რომ სულ მუდმივად ინვესტიციები ხორციელდება კომპანიაში და დღეს უკვე აღიარებაც ის არის რომ იზრდება ჩვენი საექსპორტო ბაზრების რაოდენობა“, - აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი ქეთი კენკიშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანია 60-ზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს, ასევე ასხამს ბრენდის, შუშხუნა ღვინოსა და ჭაჭას. აქვს ქარხნები სამ რეგიონში - კახეთში, გურიასა და თბილისში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა