მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

ასორტიმენტის გაფართოება, ISO სტანდარტი და პროცესების გაციფრულება - როგორ ვითარდება „პაპრიკა“ და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ

news image
mbc image

„პაპრიკა“ ქართული სანელებლების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიის მიმდინარე სიახლეების, ასორტიმენტის გაფართოების, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, თეკლა ჩხეიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

„პაპრიკა“ დღეს უკვე მხოლოდ სუნელების ბრენდი აღარ არის - ჩვენთვის ეს არის გემო, ხარისხი და ნდობა, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ოჯახამდე მიდის. ბოლო პერიოდში აქტიურად ვაფართოებთ პროდუქციის ხაზს, ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს და ვმუშაობთ იმაზე, რომ მომხმარებელმა თითოეულ შეფუთვაში იგრძნოს ხარისხი და სტაბილურობა.

კომპანიაში უკვე დანერგილია HACCP-ის სისტემა, რაც სურსათის უვნებლობის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს ISO სტანდარტის დანერგვის პროცესიც. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ პროცესების გაციფრულების მიმართულებით, რათა წარმოება და ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გახდეს.

ჩვენი მთავარი მიზანია, როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში სუნელების თაროსთან დადგება, არჩევანი ბუნებრივად „პაპრიკაზე" გააკეთოს - ხარისხის, არომატის და სანდოობის გამო.

რა ძირითადი მიმართულებებით აფართოებთ საქმიანობას და რას ემყარება ეს გადაწყვეტილებები?

დღეს მომხმარებელი მხოლოდ სუნელს აღარ ყიდულობს - ის ეძებს გემოს, სტაბილურ ხარისხს და პროდუქტს, რომელსაც ენდობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი გაფართოების მთავარი მიმართულებებია ახალი გემოების შექმნა, პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდა და ისეთი სტანდარტების დანერგვა, რომლებიც ქართულ ბაზარზე ხარისხის ახალ ნიშნულს ქმნის.

გადაწყვეტილებებს ვიღებთ მომხმარებლის რეალური მოთხოვნების, ბაზრის ტენდენციებისა და ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „პაპრიკა" ასოცირდებოდეს არა უბრალოდ სუნელთან, არამედ იმ პატარა დეტალთან, რომელიც კერძის საბოლოო გემოს განსაზღვრავს.

რა გამოწვევებს აწყდებით ზრდის პროცესში და როგორ ახერხებთ ხარისხისა და სტაბილურობის შენარჩუნებას?

როდესაც ბრენდი იზრდება, ყველაზე დიდი გამოწვევა ხდება ხარისხის იმავე დონეზე შენარჩუნება, რასაც მომხმარებელი უკვე მიეჩვია. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სუნელში მცირე განსხვავებაც კი პირდაპირ აისახება კერძის გემოზე.

ამიტომ, ხარისხის კონტროლი ჩვენი ყოველდღიური პროცესის მთავარი ნაწილია. HACCP-ის სისტემის, ISO სტანდარტების დანერგვისა და პროცესების გაციფრულების საშუალებით, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ თითოეულ ეტაპს - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო შეფუთვამდე.

ჩვენ გვჯერა, რომ მომხმარებლის ნდობა იქმნება არა ხმამაღალი დაპირებებით, არამედ სტაბილური ხარისხით, რომელსაც ის ყოველ შეძენაზე იღებს.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა და რა არის მთავარი მიზნები მომდევნო ეტაპისთვის?

ჩვენი ხედვაა, „პაპრიკა" გახდეს ბრენდი, რომელიც პირველ რიგში გაახსენდება მომხმარებელს, როდესაც სუნელებზე ფიქრობს. გვინდა, რომ ქართული სამზარეულოს ყოველდღიურ ნაწილად ვიქცეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.

მომდევნო ეტაპზე ვგეგმავთ ახალი პროდუქტების განვითარებას, ტექნოლოგიურ განახლებებს და ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერებას. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი უცვლელია - მომხმარებელმა „პაპრიკასთან" ყოველთვის დააკავშიროს ხარისხი, გემო და ნდობა.

ინფორმაციისთვის, წარმოებისთვის გამოიყენება ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ნედლეული.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

07.10.2026.18:25

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორობით შეიქმნა.

სუპერ PLUS Visa ბარათი ექსკლუზიურ პირობებსა და მრავალფეროვან შეთავაზებებს აერთიანებს. მათ შორისაა:

• PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული რაოდენობით: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე 2.1 PLUS ქულა ირიცხება;

• გაორმაგებული ქულები ყოველდღიურ შესყიდვებზე: სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10.000 PLUS ქულა);

• პერსონალიზებული შეთავაზებები: მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები, რათა მათთვის საინტერესო კატეგორიებში კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვონ.

ახალი SUPER ნაკრები ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისთვის სპეციალურ პირობებს აერთიანებს. მათ შორისაა

• ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით: მობილბანკსა და ინტერნეტბანკში SUPER ნაკრების რეზიდენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა ყოველთვიური 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;

• მუდმივი ფასდაკლებები: პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მოქმედებს მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე);

• სწრაფი ტრანზაქციები: მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები სრულდება მყისიერად, 24/7 რეჟიმში, პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.

SUPER ნაკრებისა და მასში შემავალი სუპერ PLUS ბარათის გააქტიურება, სხვა არხებთან ერთად, შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა