მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ათენში სვანურ კერძებზე მოთხოვნა გაჩნდა, განსაკუთრებით კუბდარი მოსწონთ - „ლუშნუ“

news image
mbc image

საბერძნეთის დედაქალაქის ათენის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქართული სწრაფი კვების ობიექტი Lushnu (ლუშნუ) მომხმარებლების რაოდენობით კმაყოფილია.

სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი მაკა ჟორჟოლიანი Business Insider Georgia-თან საუბრისას აცხადებს, რომ კვების ობიექტი მომხმარებლებს ქართულ კერძებს სთავაზობს, სადაც ძირითადი აქცენტი მაინც სვანურ სამზარეულოზე კეთდება.

სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი, სვანურ კერძებს თავად ამზადებს. ადგილზე მომსახურების გარდა „ლუშნუს“ დელივერის სერვისიც აქვს. 

მაკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ყველაზე მოთხოვნადი „ლუშნუს“ მაგალითზე ხაჭაპური, ხინკალი და კუბდარია. ასევე საკმაოდ კარგად იყიდება აჭარული ხაჭაპური. 

რაც შეეხება “ლუშნუს“ მომხმარებლებს კვირა დღის გარდა სწრაფი კვების ობიექტის ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები არიან, ხოლო კვირა დღეს ობიექტის სტუმრების უმრავლესობას  ქართველები შეადგენენ. .

ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით „ლუშნუში“ 8 ადამიანია დასაქმებული, ხოლო შაბათ-კვირას კი დამატებით 2 პერსონალი ემატება.

ქართული კვების ობიექტში დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა (ერთის გარდა) ქართველია .

მაკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საბერძნეთში ბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივია, მთავარია მონდომება და შრომა.

„ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზო. ობიექტის მოგება მცირეა. მე ამითაც კმაყოფილი ვარ. ხარისხი მთავარია“, - ამბობს  “ლუშნუს“ მფლობელი.

მაკა ჟორჟოლიანი  ათენში საკუთარი ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკში, სადაც გარკვეულ მიწებს ფლობს, ფერმერული მეურნეობის განვითარებას განიხილავს. 

„ბიზნესი რეალურად 4 წლის წინ დავიწყე, თუმცა დღევანდელი ლოკაცია რიგით მესამეა, რადგანაც გარკვეული მიზეზებს გამო ადგილის შეცვლა მიწევდა. თავიდან დავიწყე ნამცხვრების წარმოება და რეალიზაცია და ეტაპობრივად მოვედი იმ დონემდე, სადაც ახლა ვარ.

ჩემი ქმარი სვანეთიდანაა და როდესაც საბერძნეთში სვანური კერძების კეთება დავიწყე აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა არის. ათენში რამდენიმე ქართული ობიექტია, რომლის მფლობელებთან ვმეგობრობ“, - აცხადებს მაკა ჟორჟოლიანი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა