მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ATI რუფტოპ რესტორანი ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

news image
mbc image

მერიოტ ბონვოი ეს არის ლოიალურობის პროგრამა, მერიოტის ქსელში შემავალი 30 ბრენდის, 8, 900 ზე მეტი სასტუმროსთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ს მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს.

სულ ახლახანს, მომხმარებლებისთვის, მეტი ბენეფიტების შესათავაზებლად, მან გაამარტივა ქულების დაგროვების პროცედურა და აპლიკაციაში მხოლოდ ბარათის მიბმით შესაძლებელი გახდა, ქულების ავტომატური დარიცხვა, ყოველი გადახდისას, მერიოტის ქსელში შემავალ ნებისმიერ რესტორანსა თუ სპაში. რაც ყველაზე მთავარია ქულების დაგროვება, სასტუმროში დარჩენის გარეშეც შესაძლებელია.

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი თავისი 2 რესტორნით „ათი“ რუფტორ რესტორანი, „კრაფტ ჰაუსი“ და სპა „პაუზით“, მონაწილეობს აღნიშნულ პროგრამაში.

„ყველასათვის საყვარელი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მე-10 სართულზე მდებარე, ATI რუფტოპ რესტორანი, ეს არის თანამედროვე ქართული სამზარეულო, ბარი, ტერასა და ლაუნჯი. დახვეწილი ინტერიერი, საუკეთესო პანორამული ხედი ქალაქზე და განსაკუთრებული მომსახურეობა ზუსტად ასახავს ქართულ სტუმარმასპინძლობის კულტურას და ყოველთვის ახალი აღმოჩენაა ქართველი თუ უცხოელი სტუმრისთვის. „ათის“ კულინარიული გუნდი დაკომპელქტებულია სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებისგან - ყველა მათგანს საკუთარი წვლილი შეაქვს ძველი ტრადიციული გემოების აღდგენასა და მათ თანამედროვე რეცეპტორებზე მორგებაზე

კრაფტ ჰაუსი -  თბილისის სპორტული ბარი, ნათელი და ღია სივრცე, ლუდისა და სპორტის მოყვარულების საყვარელი შეკრების ადგილი.  

პაუზა სპა  5-ვარსკვლავიანი სასტურმოს სპა მომსახურება:  ღია და დახურული აუზები, ორთქლისა და ფინური საუნები, ჰამამის ოთახი, ჯაკუზი, ფიტნესდარბაზი, სახისა და სხეულის პროცედურები. ყველა პირობა უსასრულო განტვირთვისა და დასვენებისთვის.

მოახლოებული სადღესასწაულო, მერიოტ ბონვოის ლოიალურობის პროგრამასთან ერთად დამატებით სტიმულია, დააგროვო და გადაცვალო ქულები შერატონის რესტორნებსა და სპაში.

დეკემრის თვეში სასტუმრო უამრავი საინტერესო შეთავაზებას სთავაზობს მომხმარებელს - დაწყებული განსაკუთრებული მენიუთი, სპა სასაჩუქრე ვაუჩერებით თუ ათის გალა ვახშმით ახალი წლის ღამეს, შთამბეჭდავი ხედებით თბილისზე.  ათიდან დანახულ საზეიმო ფეერვერკებს ხომ არაფერი შეედრება“,- აცხადებენ Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ს მარკეტინგის სამსახურში.

შეგახსნებთ რომ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ეს არის პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო რეგიონში, ძველ თბილისთან ახლოს, 1991 წლიდან - ქალაქის ღირშესანიშნაობა. სამოთხე მსოფლიოს ყველა ქვეყნის სტუმრისთვის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

სასტუმროს მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, ახლოს როგორც ძველ თბილისთან, ასევე მხოლოდ 14 კმ-ით დაშორებული აეროპორტიდან.

დღიესათვის, სასტუმრო 220 ოთახითა და ლუქსით არის წარმოდგენილი ბაზარზე. უმეტესობა მათგანი აივნებითა და და ძველი თბილისის ხედებით.

ქალაქის ყველაზე დიდი, 2000 კვ.მ.-ზე გაშლილი საკონფერენციო დარბაზი, აღჭურვილი ყველა საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლების განმავლობაში, დაგროვილი გამოცდილების მქონე ექსპერტთა საბანკეტო გუნდით, ყოველთვის მზად არის თქვენი შეხვედრები და სოციალური შეკრებები განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციონ.

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - მსოფლიო თავშეყრის ადგილი თბილისში. 

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა