Atinati Ceramics გაფართოებას გეგმავს
სამი წელია, რაც ბაზარზე ვოპერირებთ. ვაწარმოებთ და ვყიდით ხელნაკეთ კერამიკას. ასევე ვასწავლით ყველა მსურველს ჰობის ან სიღრმისეულ დონეზე თიხაზე მუშაობას - ამბობს Business Insider Georgia-თან Atinati Ceramics- ის დამფუძნებელი ქეთევან ხულუზაური.
მისივე თქმით, „ათინათის“ ასორტიმენტი მეტად მრავალფეროვანია და თითქმის ყველაფერს მოიცავს. საწყის ეტაპთან შედარებით კი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
„თითქმის ყველაფერს მოიცავს რაც შეიძლება თიხისგან იყოს დამზადებული: მათ შორის ინტერიერის ობიექტები: სანათები, ლარნაკები, ფილები, უბრალოდ კედლის დეკორი, ასევე ჭურჭელი: ჭიქები, თეფშები, ლანგარი, სასანთლე, ჩაიდანი და ა.შ ყველაფერი რაც შეიძლება რომ ჭურჭელს უკავშირდებოდეს. მოთხოვნის თვალსაზრისით, თუ შევადარებთ დასაწყისს, ორი წლის წინ თუ როგორი იყო დაინტერესება და ეხლა როგორი არის, ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ არის მზარდი “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან ხულუზაური.
კომპანია ექსპორტზე გასვლას ნაკლებად გეგმავს, რადგან თვლის რომ ჯერ ადგილობრივ ბაზარზე არის ცნობიერება ასამაღლებელი.
„ექსპორტზე ნაკლებად ვფიქრობთ იმიტომ რომ რომ ჯერ ქართულ ბაზარზე არის ცნობიერება ასამაღლებელი, შემოსატანი მრავალფეროვნება, რომ გაჩნდეს სხვადასხვანაირი პროდუქტი და ერთნაირი არჩევანი არ იყოს ყველა სტუდიის მხრიდან. რაც შეეხება გაფართოებას, ვფიქრობთ რომ გავაკეთებთ კერამიკის სკოლას და გავმიჯნავთ მზა პროდუქციის და მასტერკლასების სივრცეს სასწავლო სივრცისგან და ორ მიმართულებად განვვითარდებით, სადაც შეძენა და ინტერიერში შემოსვლა და ერთჯერადად დაინტერესება შეუძლია ადამიანს და ცოტა უფრო გრძელვადიანად ერთ, ორ თვიანი, სამ თვიანი კურსებით ვინც არის დაინტერესებული “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ქეთევან ხულუზაური.
ცნობისთვის, „ათინათის“ სტუდიაში აქტიურად მიმდინარეობს კურსები, რომელზე რეგისტრაციაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროდუქციის შეძენა კი გარდა ონლაინ პლატროფრმისა, სტუდიაშიცაა შესაძლებელი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვახტანგ კოტეტიშვილის 15 ნომერში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.