მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი კახეთის რეგიონის მეწარმეებს შეხვდა

news image
mbc image


“აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მიხეილ ხიდურელმა რეგიონის მეწარმეებთან სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სააგენტოს დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებზე და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, ასევე საკონსულტაციო ცენტრების აქტივობებზე, რაც რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ საკონსულტაციო ცენტრების გახსნა რეგიონებში, ჩვენი პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. მთავარი, რასაც გააკეთებს ეს საკონსულტაციო ცენტრები, არის მეწარმეების დახმარება ადგილზე, არამარტო ფინანსური, არამედ ტექნიკური თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ბიზნესი გაიხსნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის სახელმწიფოს დაფინანსებით და საჭიროა ამ ბიზნესების ყოველდღიური დახმარება, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - ფინანსების მართვის, მარკეტინგის, საგადასახადო, იურიდიული თუ სხვა მიმართულებით. 

საკონსულტაციო ცენტრს ექნება საინფორმაციო ხასიათი, სადაც კახეთის რეგიონის მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც “აწარმოე საქართველოში“ არსებული პროგრამების შესახებ, ისე სხვა სახელმწიფო უწყებების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. ცენტრში მეწარმეები ადგილზე გაივლიან დიაგნოსტიკას, გამოიკვეთება მათ წინაშე არსებული მსხვილი გამოწვევები, შემდგომ კი სააგენტო ფინანსურად უზრუნველყოფს, რომ მეწარმემ საკონსულტაციო მომსახურებით გამოასწოროს საკუთარი ბიზნესის ხარვეზები” - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ხიდურელმა.
 
“აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრი მარტში გაიხსნა და რეგიონის მეწარმეებს შემდეგი მიმართულებებით უწევს დახმარებას: საკონსულტაციო მომსახურება, ბიზნეს-უნარების გაუმჯობესება, ინფორმაციით უზრუნველყოფა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს.

“აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრები უკვე საქართველოს სამ რეგიონში ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და კახეთი. 2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით 11 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა