"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამას განახლებული პირობებით აგრძელებს
"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამას განახლებული პირობებით აგრძელებს.
ვინ და როგორ შეძლებს პროგრამაში ჩართვას?
• ექსპორტზე ორიენტირებულფი ან ექსპორტიორი კომპანია, სააპლიკაციო ფორმის შევსებას შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში შეძლებს;
• არსებული ბენეფიციარი, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, განაცხადის გაკეთებას ხელახლა შეძლებს (ბრენდინგის ქვე-კომპონენტის გარდა);
• სერტიფიცირება/ლიცენზირების ქვე-კომპონენტში ბენეფიციარებს განესაზღვრათ განახლებული, 24-თვიანი ვადა სერტიფიკატის/ლიცენზიის წარმოსადგენად;
• პროგრამის ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს დაემატა: ყავის გადამუშავება, სამშენებლო მასალების წარმოება, ლითონის კონსტრუქციებისა და ელექტრონული კომპონენტების წარმოება;
“აწარმოე საქართველოში” ექსპორტის სტიმულირების პროგრამა ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ექსპორტის მასტიმულირებელი მექნიზმების დანერგვაში შემდეგი კომპონენტებით:
სერტიფიცირება და ლიცენზირება;
ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა;
საერთაშორისო ქსელში შესვლა;
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თემატურ ბმულებზე:
ბრენდინგი - https://bit.ly/3RfRg8M
სერტიფიცირება - https://bit.ly/3Tr7gqS
საერთაშორისო ქსელში შესვლა - https://bit.ly/46SpCnS
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.