„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo-ში მიიღეს მონაწილეობა
„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo-ში მიიღეს მონაწილეობა. ბავშვის ტანსაცმლის სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 17-19 იანვარს გაიმართა.
გამოფენაზე, რომელსაც 10 000 ვიზიტორი დაესწრო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე ბრენდის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით, გამოფენაზე საქართველოდან საკუთარი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა: „ლიმო“, კომბინიზონა“, „ჩიკატაი“, „ნიკოლი“, „რეტრო ქიდს“ და „სალ დე მოდი“.
საერთაშორისო ბაიერებით დატვირთულ გამოფენაზე ქართულმა პროდუქტმა დიდი ინტერესი დაიმსახურა. გალფის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და ევროპის რამდენიმე ქვეყნის შემსყიდველები, ქართული საბავშვო ნაწარმით განსაკუთრებით დაინტერესდნენ. საქართველოში დამზადებული ტანისამოსი, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.