მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჩინეთში „გეფერინის“ პირველი მაღაზია გაიხსნა

news image
mbc image

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია „გეფერინი“ ჩინეთის ბაზარზე უკვე პირველი მაღაზიითაა წარმოდგენილი.

კომპანიის თანადამფუძნებლის ილია გეფერიძის თქმით, მაღაზიის გახსნისთვის პარტნიორი 2023 წლის ნოემბერში გამართულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მოიძიეს, რომელშიც კომპანია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მონაწილეობდა. 

“გეფერინი” "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით, 2018 წლიდან მუდმივად მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში მილანში, ჰონგ კონგსა და შანხაიში. სწორედ ამ გამოფენებიდან იქნა მოძიებული 5 საექსპორტო ქვეყანა, მათ შორის ყველაზე მსხვილი - ჩინეთი. 2018 წლის ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის შემდეგ (CIIE), პირველი ექსპორტი განვახორციელეთ ჩინეთში. “გეფერინის” პროდუქცია იყიდება საერთაშორისო ჩინურ  პლატფორმაზე Tmall.com-ზე, რომელსაც ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის 62% უჭირავს. 

უახლესი შედეგი კი 2023 წელს, ისევ ამ გამოფენიდან გვაქვს - შევძელით პარტნიორის პოვნა, რომელმაც გახსნა ფიზიკური მაღაზია კუნძულ ხაინანზე, ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული კომპანიების პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების განვითარებისთვის” - ამბობს გეფერიძე და დასძენს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და კომპანია ჩინეთის ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას გეგმავს.

“აწარმოე საქართველოში” დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო აქტიურად ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს ექსპორტის მიმართულებით და წლიდან წლამდე აფართოებს მათი ხელშემწყობი პროგრამების არეალს.

“გვიხარია, რომ China International Import Expo 2023-ის შედეგებს სულ რამდენიმე თვეში უკვე ვხედავთ. ჩინური კომპანიების მხრიდან ქართული პროდუქციისადმი ინტერესი მზარდია, რასაც „გეფერინის“ შემთხვევაც ადასტურებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ჩვენი მხარდაჭერით, კიდევ არაერთ ქართულ პროდუქტს ვიხილავთ ჩინურ ბაზარზე და საბოლოოდ, ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ექსპორტის დამატებით ზრდას და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებას“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა