მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს აბუ დაბის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე ეცნობიან

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმში - AIM 2023 მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში სააგენტო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს ფორუმის ვიზიტორებსა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. 
წლევანდელ ფორუმზე საქართველო სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს და ეკონომიკურ გარემოს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.  
ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრას გამართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების 20-მდე კომპანიასთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნესს კლიმატს გააცნობს.
საინვესტიციო ფორუმის მიმდინარეობისას მიხეილ ხიდურელი ასევე მონაწილეობას მიიღებს AIM 2023-ის ფარგლებში დაგეგმილ პანელზე , სახელწოდებით „ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის“.
წლევანდელი საინვესტიციო ფორუმი სამი დღის განმავლობაში გასტანს. ფორუმის მთავარია თემაა „საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“.
ფორუმში მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის ინვესტირები, ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ. 
AIM-ის ფორუმი წელს მეთორმეტედ იმართება. წლების განმავლობაში აბუ დაბის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდა 174 ქვეყანა, გაიმართა 3 ათასზე მეტი გამოფენა, ფორუმს დაესწრო 125 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 700-მდე მაღალი რანგის წარმომადგენელი. წლევანდელ ფორუმს ღონისძიების ორგანიზატორები 20 ათასზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა