"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისში მოწყობილ სამეწარმეო მარკეტში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.
ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რომელთა დიდი ნაწილი სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები არიან. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ - ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ტყავის აქსესუარებსა და სხვა პროდუქციას.

სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერეს და მეწარმეებს გაესაუბრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე.

„26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტრადიციულად, წელსაც აქტიურ მონაწილეობას იღებს და ფართოდაა წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის რვა ქალაქში. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სამინისტროს უწყებათა პავილიონებში დაათვალიერონ ექსპოზიციები ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე მეწარმეობის მიმართულებით, გაეცნონ სხვადასხვა სიახლეებს და პროდუქტებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს წარმოდგენილი აქვთ პროდუქცია, რომელთა წარმოებასა და განვითარებაშიც ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამთლიანება და წარმატებული სვლა ევროპული ოჯახისკენ“ - აღნიშნა საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები და სხვა მეწარმეები რუსთაველის გამზირზე საკუთარ პროდუქციასა და ნაწარმს წარმოადგენენ. პროდუქცია მრავალფეროვანია - ტყავის ნაწარმი, ხის ნაკეთობები, სათამაშოები, საკვები და სასმელი პროდუქტები. დამთვალიერებლებისა და სტუმრების მხრიდან დაინტერესება დიდია, მათ ამ ყველაფრის ადგილზე შეძენა შეუძლიათ. ამასთან, სტუმრები ეცნობიან, რა პროდუქცია იწარმოება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მხარდაჭერით, ჩვენი ბენეფიციარების მიერ“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.
26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დილიდან აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ღონისძიებების მთავარი კონცეფციაა - რაც გვეამაყება და გვაერთიანებს.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.