მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აუდიტორიული კომპანიები სავალდებულო და არასავალდებულო აუდიტორებად დაიყოფა

news image
mbc image

სახელმწიფო რეესტრში აუდიტორული კომპანიების ორ ჯგუფად დაიყოფა განხორციელდება. შესაბამისი ცვლილება „ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში უკვე შევიდა. 

შესაბამისად ამიერიდან  აუდიტორული კომპანიები დაიყოფა:  სავალდებულო აუდიტორები/აუდიტორული ფირმები და არასავალდებულო აუდიტორები/აუდიტორული ფირმები.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაუახლოვდეს მსოფლიო (მათ შორის, ევროკავშირის) საუკეთესო პრაქტიკას, რათა ხელი შეეწყოს აუდიტის ხარისხის ამაღლებას და მოხდეს უფლებამოსილების მინიჭების სისტემის გამარტივება.

ცვლილება 2024 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

სავალდებულო აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ჯგუფში თავის მხრივ იქნება ორი ქვეჯგუფი - სავალდებულო აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომელთაც არ აქვთ სდპ აუდიტის უფლებამოსილება და სავალდებულო აუდიტორული ფირმები, რომელთაც ასევე გააჩნიათ სდპ აუდიტის უფლებამოსილება.

სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების გამწევ სავალდებულო აუდიტორულ ფირმებად განისაზღვრებიან I და II კატეგორიის აუდიტორული ფირმები (მათი მიმდინარე უფლებამოსილების გათვალისწინებით), სავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (გარდა სდპ უფლებამოსილებისა) - III და IV კატეგორიის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, ხოლო არასავალდებულო აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად  - V კატეგორიის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები (ასევე, მათი მიმდინარე უფლებამოსილებების გათვალისწინებით). 2028 წლის 01 იანვრამდე სამსახური უზრუნველყოს 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით მეოთხე კატეგორიის დასკვნითი შეფასების მქონე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების ხელახალ მონიტორინგს, რათა სავალდებულო აუდიტის (გარდა სდპ-ისა) ჯგუფში დიდი ხნით არ იყვნენ განსხვავებული უფლებამოსილების მქონე აუდიტორული ფირმები/აუდიტორები (მე-4 კატეგორიის აუდიტორულ ფირმებს/აუდიტორებს არ აქვთ უფლება განახორციელონ პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოს/ჯგუფის აუდიტი).

„უნდა აღინიშნოს, რომ ახალ კლასიფიკაციაზე გადასვლა ყველა აუდიტორულ ფირმასთან/აუდიტორთან ერთდროულად მოხდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული აუდიტორული ფირმების/აუდიტორების უფლებამოსილებების კუთხით  რეესტრის გადატვირთვა და შესაბამისად, რეესტრის ინფორმაციით მომხმარებელთა დაბნევა.

ცვლილებები ასევე შეეხება ,,კატეგორიის გარეშე“ სტატუსის მქონე აუდიტორებს/აუდიტორულ ფირმებს. კერძოდ, 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით ,,კატეგორიის გარეშე“ სტატუსის მქონე აუდიტორები/აუდიტორული ფირმები განისაზღვრებიან სავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად, ხოლო მათგან რომელიც არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა წარუდგენს სამსახურს ინფორმაციას კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ, შენარჩუნდება სავალდებულო აუდიტორად/აუდიტორულ ფირმად, სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელებისა და შესაბამისი შედეგების გამოვლენამდე. აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომელთაც კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში არ ექნებათ დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგება ან/და არ წარუდგენენ სამსახურს ინფორმაციას კანონის ამოქმედების შემდგომ პერიოდში დასრულებული (საბოლოოდ დაკომპლექტებული) სულ მცირე 2 ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარიგების შესახებ, 2025 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრებიან არასავალდებულო აუდიტორებად/აუდიტორულ ფირმებად (შესაბამისი უფლებამოსილების/შეზღუდვის გათვალისწინებით).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა