მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Autogallery-მ საქართველოში Zeekr-ის ბრენდის ელექტრომობილი შემოიყვანა

news image
mbc image

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის GEELY Holding-ის პრემიუმ ბრენდის Zeekr-ის ელექტრომობილი Zeekr 001 საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ელექტრომობილი „თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია Autogallery-მ შემოიყვანა. 

Autogallery - რომელიც ქართულ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ელექტრომობილების რეალიზაციას ახორციელებს, მუდმივად ცდილობს, ახალი, ინოვაციური ბრენდები შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ მიზანს უკავშირდება ახალი ბრენდის საქართველოში გამოჩენაც.

Zeekr-ი GEELY Group-ის მიერ შექმნილი პრემიუმ ბრენდია, რომელიც სრულად ელექტრულ ავტომობილებს აწარმოებს. ელექტრომობილის პირველი მოდელი Zeekr 001 ოფიციალურად 2021 წელს გამოვიდა.

ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი:

„Zeekr 001 ზუსტად ის ავტომობილია, რომელიც Autogallery-ს პროფილს შეესაბამება - პრემიუმ ელექტრომობილი, რომელიც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.  მხოლოდ ერთი ტესტდრაივია იმისთვის საკმარისი, რომ მისი მართვის დროს გამოცდილი ემოციები არასდროს დაგავიწყდეს. 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად დაახლოებით 3.8 წამია საჭირო. მისი ინტერიერი და ექსტერიერი უნიკალური და გამორჩეულია. Zeekr 001-ს ყველაფერი აქვს, რაც მომავლის ავტომობილს სჭირდება. მოგეხსენებათ, ავტომობილების შეძენისას მნიშვნელოვანი კომპონენტი საგარანტიო მომსახურებაა. Autogallery მომხმარებლებს Zeekr 001 YOU 100KWH(Z Sport)-ის შეძენის შემთხვევაში 2-წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერასაც მიიღებთ“.

საინტერესო ფაქტია, რა დაშიფრა GEELY-მ Zeekr-ის სახელწოდებაში: Zeekr: Z - არის ნული და ნიშნავს ნულიდან დაწყებას, განვითარების შესაძლებლობებს; E - ელექტრული; E - ევოლუცია; სიმბოლურად განასახიერებს ელექტროენერგიით გამოწვეული ეპოქის ევოლუციას; Kr - (კრიპტონი) ქიმიური ელემენტი - იშვიათი გაზი.

რაც შეეხება თავად ავტომობილს - Zeekr 001 YOU 100KWH (Z Sport) Autogallery-ს შოურუმში იქნება წარმოდგენილი. ეს ავტომობილი სპორტულ ხასიათსა და შესანიშნავ ექსტერიერს აერთიანებს. ელექტრომობილის სიმძლავრე 544  ცხენის ძალაა, ხოლო მაქსიმალური მაბრუნი მომენტი - 686  ნმ.მ.. ZEEKR 001 YOU-ს ერთი სრული დამუხტვით 656 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას კი 3.8 წამი სჭირდება.

ავტომობილის ექსტერიერთან ჰარმონიულადაა შერწყმული ინტერიერიც, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური დეტალებითა და კომფორტით.  Zeekr 001 ცნობილია ფუნქციონალური დეტალებით და ძვირადღირებული, მდგრადი მასალების გამოყენებით.

კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და ექსკლუზიურობას Yamaha-ს აუდიოსისტემა ქმნის. უკანა კლიმატკონტროლი დამატებითი სენსორული ეკრანით კონტროლდება, რომელიც  წინა სავარძლების საზურგეებს შორის მდებარეობს.

ავტომობილი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, დაწყებული ბრმა ზონების კონტროლიდან, დასრულებული პარკირების ასისტენტის ფუნქციით. Zeekr-ის უსაფრთხოების სისტემები შვედური ვოლვოს შთაგონებით შეიქმნა და ინტეგრირდა ავტომობილში.

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია, თავად გამოცადოს გამორჩეული ელექტრომობილის შესაძლებლობები. Zeekr 001-ის შეძენა Autogallery-ს შოურუმშია შესაძლებელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა