ავიაკომპანია Air Astana-ს ზამთრის განრიგი თბილისიდან ყაზახეთსა და აზიაში
მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი-თბილისი-ალმათის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 4 სიხშირით განახორციელებს. აღნიშნულ მარშრუტზე რეისები ნოემბერში კვირის განმავლობაში ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება, ხოლო 10 დეკემბრიდან – სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. თბილისიდან ალმათის მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი 40 წუთია.
როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, თბილისიდან ალმათის მიმართულებით ფრენები კომფორტულად უკავშირდება Air Astana-ს შიდა რეისებს ყაზახეთში, ასევე ავიაკომპანიის პოპულარულ მარშრუტებს აზიაში, მათ შორის ფუკუოკის (ვიეტნამი), პეკინის, სეულის, ბანგკოკის და ფჰუკეტის მიმართულებით. ფუკუოკი არის ახალი მიმართულება Air Astana -ს მარშრუტების ქსელში და ვიეტნამის უდიდესი კუნძული. ეს “მარგალიტის კუნძული” მდებარეობს სიამის ყურეში და ცნობილია თავისი თვალწარმტაცი სანაპიროებითა და ბუნებით, რომელიც სილამაზით არ ჩამოუვარდება ბალისა და ფჰუკეტს.
3 საათზე ნაკლები, მოკლე გადაჯდომით ალმათში Air Astana უზრუნველყოფს აზიაში თქვენს მჭიდრო კავშირებს და გადაადგილებას კომფორტულ Airbus 320/321LR -ებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.