მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ავიაკომპანია Geosky 2025 წელს გაზრდილი ფლოტით და ახალი მიზნებით შეხვდა

news image
mbc image

ავიაკომპანია Geosky 2025 წელს გაზრდილი ფლოტით და ახალი მიზნებით შეხვდა. როგორც Business Insider Georgia-ს Geosky-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიკა ქორთოშიძემ განუცხადა, Geosky-სთვის 2024 წელი მნიშვნელოვანი წარმატებების წელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. 

„ავიაკომპანიის მიერ დასახული მიზნები და გეგმები სრულად განხორციელდა, რაც გამოიხატა როგორც ოპერაციების მოცულობის გაზრდაში, ასევე ავიაპარკის გაფართოებაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ყურადღება ძირითადად სატვირთო მიმართულებებზე იყო გამახვილებული, 2024 წელს Geosky-მ შეძლო ახალი სტრატეგიების დანერგვა, რაც მის განვითარებას დაეხმარა“, - აცხადებს ლიკა ქორთოშიძე.

ავიაკომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ წლის დასაწყისში Geosky მიზნად ისახავდა ტვირთების გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევას, რაც ახალი ავიახომალდების ფლოტში დამატებით და ოპერაციების გაფართოებით უნდა მომხდარიყო.

„წლის განმავლობაში ავიაკომპანიის მენეჯმენტმა შედეგების შესაფასებლად ჩამოაყალიბა კონკრეტული სტრატეგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო, როგორც არსებული ბაზრების გაძლიერება, ასევე ახალი სატვირთო მიმართულებების დანერგვა.

2024 წელს Geosky-ს ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 50%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა პირდაპირი შედეგია ახალი სატვირთო ხომალდების დამატების და სატვირთო ოპერირების ეფექტურობის გაუმჯობესების. ამასთან, ავიაკომპანიამ ეფექტურად განავითარა სატვირთო გადაზიდვები B747-200 და B757-200 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ხოლო ნოემბრიდან ლიზინგის წესით ახალი B767-300F ტიპის ორი  საჰაერო ხომალდი დაემატა ავიაპარკს. ამ ხომალდების დამატებამ შეამცირა ტვირთების გადაზიდვის დრო და გაზარდა შესრულების ხარისხი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.

გეტყვით, რომ 2024 წელს Geosky-მ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ავიაპარკის განახლებასა და გაფართოებაში, როდესაც ავიაკომპანიამ ლიზინგით დაამატა ორი ახალი B767-300F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი. ეს ზრდა კიდევ უფრო უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ზრდას და ოპერირების ეფექტურობას. 2025 წელს Geosky გეგმავს დამატებით აეროპორტებსა და ბაზებზე ოპერირების გაზრდას, რაც მოითხოვს ავიაპარკის კიდევ უფრო გაფართოებას. გეგმა გულისხმობს, როგორც არსებული საჰაერო ხომალდების სრულად დატვირთვას, ისე ახალი, უფრო მოცულობითი და ეფექტური სატვირთო ხომალდების შემოყვანას ფლოტში“, - განაცხადა ლიკა ქორთოშიძემ.

აღსანიშნავია, რომ Geosky-მ 2024 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განავითარა სატვირთო ოპერირების შესაძლებლობები, ხოლო ახალი საჰაერო ხომალდების  და ოპერირების გაფართოება ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, რომ 2025 წელს Geosky-მ კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

„ტვირთების გადაზიდვის მოცულობის 50%-იანი ზრდა ნათელი მაგალითია იმისა, რომ Geosky-მ შეძლო დასახული მიზნების აღსრულება და ავიაპარკის გაფართოებით, ახალი სტრატეგიების განხორციელებით კიდევ უფრო წარმატებული ოპერაციები განახორციელა. 2025 წელი ავიაკომპანიისთვის ახალი ზრდისა და განვითარებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლის წელი იქნება“, - განმარტავს ქორთოშიძე.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა