ავიაკომპანია „ჯეოსქაი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს ავიაკომპანია ,,ჯეოსქაი” შეუერთდა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და წარმატებით ოპერირებს დღემდე როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. აღსანიშნავია, რომ ,,ჯეოსქაი” წარმატებით ოპერირებს შემდეგი საჰაერო ხომალდებით: სატვირთო ტიპის საჰაერო ხომალდი B747-200; B757-200; ბიზნეს ჯეტი BEECHCRAFT HAWKER 800 XP; სამგზავრო საჰაერო ხომალდი B737-800; შვეულმფრენი - AGUSTA A-109K2; AIRBUS H125.
„ჯეოსქაი“ მომხმარებელს სთავაზობს ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მგზავრების გადაყვანას შვეულმფრენებით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მეზობელ ქვეყნებში, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვასა და მომსახურებას. ექსტრემალური ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის მომსახურება, არაგაბარიტული/მოცულობითი ტვირთის გადაზიდვა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, სამედიცინო/საევაკუაციო სერვისები და მგზავრების გადაყვანა ბიზნეს ჯეტით მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, მაღალი ხარისხის სერვისით და სტანდარტებით.
როგორც ,,ჯეოსქაი“-ში აცხადებენ, „დინამიკა, სიჩქარე, დრო და მანძილი, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე, კომფორტისა და ჰარმონიისკენ სწრაფვა, სამყაროს განუყრელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიზანია, აგრძნობინოს დამკვეთს უმაღლესი და განსხვავებული მომსახურების ხარისხი, დაეხმაროს მიზნების მიღწევაში, ისევე როგორც უსაფრთხო გარემოსა და ინდივიდუალურად მორგებული პირობების შექმნაში, რაც წარმოადგენს ავიაკომპანიის მთავარ ღირებულებას“.
„მივესალმებით ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ავია გადაყვანა-გადაზიდვები და მაღალი ხარისხის მომსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და ტურისტული პოტენციალისთვის. მოხარულნი ვართ, რომ „ჯეოსქაი“ ამას ახორციელებს წარმატებით და მაღალი სტანდარტების დაცვით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და დინამიური იქნება“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.