ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისში ვაკანსიას აცხადებს – განსაკუთრებული შესაძლებლობა გამოცდილი კაპიტნებისთვის
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზაზე სამუშაოდ (15 დღე და 15 დღე დასვენება) გამოცდილ პილოტებს (კაპიტნებს) ეძებს.
მსურველებს ავიაკომპანია გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
გთხოვთ, წინასწარი რეგისტრაციის სახით შეავსოთ შემდეგი ფორმა თქვენი პერსონალური მონაცემებით. დარეგისტრირდი აქ.
ფორმის წარმატებით გაგზავნის შემდეგ, კომპანია მიგიწვევთ ვირტუალურ ღონისძიებაზე 28 აპრილს ან 12 მაისს.
შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით რეკრუტინგის ჯგუფს ელექტრონულ ფოსტაზე pilotrecruitment@wizzair.com.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით ოპერირებს. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი, მომხმარებლებს უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს სთავაზობს, რამაც Wizz Air გახადა 27,1 მილიონი მგზავრის არჩევანი,2022 წლის 31 მარტის მონაცემებით. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანიასულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air 2020 და 2023 წლებში, ATW-ის მიერ, „წლის ავიაკომპანიად“ დასახელდა. ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ანავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს – აღნიშნული წოდება ნიშნავს, რომ ის გამოიჩეოდა საუკეთესო საოპერაციოსისტემით, ინოვაციებითა და უმაღლესი სერვისით. ასევე, Wizz Air აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადიდაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ზე და „გლობალური გარემოსდაცვითიმდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.