მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.4
-0.0122
flag
AZN 1.5518
-0.0003
flag
CNY 38.818
0.0013
flag
EUR 3.014
0.0031
flag
GBP 3.5354
0.0116
flag
KZT 56.45
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6376
-0.0008
news banner

„ავლინი“ ახალ მიმართულებებს ავითარებს და მომსახურების სპექტრს აფართოებს

news image
mbc image

ეზოსა და გარე ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ავლინი“ განვითარების ახალ ეტაპზეა - კომპანია მასშტაბურ შეკვეთებზე მუშაობს, ახალ მომსახურებებს ამატებს და გაფართოებას გეგმავს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „ავლინის“ თანადამფუძნებელს, თეონა სულაშვილს, ესაუბრა.

„ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ სასაწყობე შენობის მშენებლობაა, მსგავსი მასშტაბის პროექტი ჩვენი კომპანიისთვის სიახლეა. აქამდე ძირითადად ეზოს ავეჯსა და სკვერებისთვის განკუთვნილ კონსტრუქციებს ვაწარმოებდით, ამიტომ ეს პროექტი ჩვენთვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

ამ მიმართულებით მუშაობა კომპანიისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის - გვაძლევს უფრო მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის, მომხმარებელთა ბაზის გაფართოებისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას. უკვე შევქმენით ახალი სამუშაო ადგილებიც და ვაგრძელებთ გუნდის გაძლიერებას. მიმდინარე პროექტი საკმაოდ დიდი მოცულობისაა.

მსგავსი ტიპის პროექტებზე ბაზარზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს, თუმცა ხარისხიანი შემსრულებლის პოვნა მარტივი არ არის. ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ხარისხზე ორიენტირებული მიდგომაა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კონსტრუქციის სიმყარეს, შედუღების ხარისხს, დეტალების სიზუსტესა და შესრულების სტანდარტებს.

პირველი მსგავსი ტიპის შენობა რამდენიმე ხნის წინ ავაშენეთ, თუმცა მისი მასშტაბი დღევანდელ პროექტთან შედარებით დაახლოებით ათჯერ მცირე იყო. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა და მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაგვეხვეწა სამუშაო პროცესი. მუდმივად ვვითარდებით და ვცდილობთ, თითოეული პროექტი წინაზე უკეთ შევასრულოთ, ამიტომ ამ მიმართულების განვითარებას აქტიურად ვაგრძელებთ“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კომპანიამ მომსახურების სპექტრი გააფართოვა და მოაჯირებისა და სახლის კარებების წარმოებაც დაიწყო.

„გავაფართოვეთ მომსახურების სპექტრიც. დავამატეთ მოაჯირებისა და სახლის კარების წარმოება, რადგან დავინახეთ, რომ მომხმარებლის მოთხოვნა შიდა სივრცისთვის განკუთვნილ მეტალის კონსტრუქციებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, დღეს უკვე ვამზადებთ პრაქტიკულად ყველა ტიპის მეტალის ნაკეთობას - იქნება ეს მოაჯირები, კარები თუ სხვა ინდივიდუალური კონსტრუქციები შიდა და გარე სივრცეებისთვის.

საწარმო კვლავ აგარაში ფუნქციონირებს, თუმცა საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ვმუშაობთ, განსაკუთრებით აქტიურები კი თბილისის ბაზარზე ვართ, სადაც პროექტებს მომხმარებლების ობიექტებზე ვახორციელებთ. სამომავლოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გეგმა სწორედ თბილისში წარმომადგენლობისა და საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებაა”, - აცხადებს თეონა სულაშვილი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „არქის“ ზრდა ზუსტად თქვენი დამსახურებაა - ზაზა ფაჩულიას მიმართვა კომპანიის თანამშრომლებს

10.07.2026.11:00

არქის 400 თანამშრომელი ჰყავს და ნამდვილად მეამაყება ეს ფაქტი - განაცხადა ,,არქის” თანადამფუძნებელმა ზაზა ფაჩულიამ „არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე თანამშრომლებთან მიმართვისას.

„დღეს ის მომენტია რომ მინდა რომ ჩვენ არქის თანამშრომლებს გადავუხადო მადლობა, რადგანაც ძალიან ბევრი შემხვდა, ვნახე. ზოგადად, 400 თანამშრომელი გვყავს და ნამდვილად მეამაყება ეს და მინდა გითხრათ რომ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის, ამ კომპანიის ენერგია და ყველა თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ, აკეთებთ თქვენს საქმეს, აკეთებთ გულით და ამ ორგანიზაციის, ამ კომპანიის ზრდა ზუსტად თქვენი დამსახურებაა და ყველა არქელს დიდი მადლობა, ყველა არქის თანამშრომელს ძალიან დიდი მადლობა“, - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა