მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ავთენტური იტალიური გემო და ნეაპოლიტანური ტრადიციები - როგორია Gennaro Pizza Tbilisi-ს კონცეფცია და განვითარების გეგმები

news image
mbc image

Gennaro Pizza Tbilisi ნეაპოლში არსებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დღემდე მოქმედი პიცერიის - Pizza Antica da Gennaro-ს ოფიციალური ფილიალია, რომელიც უკვე ერთი წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia Gennaro Pizza Tbilisi-ს დამფუძნებელს, ქრისტინე ბუბუნაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Gennaro Pizza Tbilisi ერთი წლის წინ შეიქმნა ერთი მთავარი იდეის გარშემო - თბილისში ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცის კულტურის შემოტანის მიზნით.

ჩვენი პიცერია წარმოადგენს ნეაპოლში არსებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დღემდე მოქმედი პიცერიის - Pizza Antica da Gennaro-ს ოფიციალურ ფილიალს, რომელიც ნეაპოლიტანურ პიცას ყველა ავთენტური ტრადიციის დაცვით 1956 წლიდან ამზადებს.

ჯენაროს განსაკუთრებულობა სწორედ მის ავთენტურობაშია. ეს არ არის უბრალოდ იტალიური სტილის პიცერია - ეს არის ნაპოლიში არსებული რეალური პიცერიის გაგრძელება თბილისში. შესაბამისად, ზედმიწევნით ვიცავთ ყველა იმ ტრადიციას, ტექნიკას და რიტუალს, რაც Antica da Gennaro Napoli-მ ათწლეულების განმავლობაში ჩამოაყალიბა - დაწყებული ცომის მომზადების მეთოდიდან, დასრულებული გამოცხობის ტექნიკითა და ინგრედიენტების შერჩევით.

ჩვენთვის ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა მხოლოდ პროდუქტი არ არის - ეს არის კულტურა, ისტორია და გამოცდილება, რომლის გაზიარებაც გვინდა ქართველი მომხმარებლისთვის.

როგორ შეაფასებდით დღეს თბილისში იტალიური სამზარეულოსა და პიცერიის სეგმენტზე მოთხოვნას - რა ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის ქცევაში?

ბოლო წლებში აშკარად გაიზარდა მომხმარებლის ინტერესი ავთენტური და ხარისხიანი გამოცდილების მიმართ. თუ ადრე პიცა უფრო სწრაფი კვების კატეგორიასთან ასოცირდებოდა, დღეს მომხმარებელი უკვე არჩევს კონკრეტულ სტილს, ცომის ტექსტურას, ინგრედიენტების ხარისხს და ისტორიასაც კი.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართველმა მომხმარებელმა უკვე გაიცნო და შეიყვარა ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა, მათ შორის მისი ყველაზე გამორჩეული ელემენტი, სქელი და ჰაეროვანი ბორტები. ეს უკვე ნიშნავს, რომ ბაზარი უფრო მეტად აფასებს ავთენტურობას, ხარისხიან პროდუქტს და გემოვნებითაც ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მთავარი უპირატესობა ავთენტურობაა. Gennaro Pizza Tbilisi არის ნეაპოლიტანური პიცის რეალური კულტურის წარმომადგენელი თბილისში და არა მისი ინტერპრეტაცია.

ჩვენი ყველა პროცესი ცომის მომზადებიდან ღუმელში გამოცხობამდე მიჰყვება იმ სტანდარტებს, რაც Antica da Gennaro Napoli-მ 1956 წლიდან დანერგა.

ჰაეროვანი ცომი, მომზადების ტექნოლოგია, მხოლოდ იტალიური ინგრედიენტები. ნამდვილი ღუმელი, რომლის ანალოგი სხვაგან არ მოიძებნება.

ამასთან ერთად, ჩვენი კონცეფცია აერთიანებს ნამდვილ იტალიურ გარემოს, იტალიურ ემოციას და ხარისხზე მაქსიმალურ ფოკუსს. სწორედ ამიტომ, მომხმარებელი ჯენაროში მხოლოდ პიცის საჭმელად არ მოდის, ის მოდის ნამდვილი ნეაპოლიტანური გამოცდილებისთვის.

ჩვენთან სტუმრები ეცნობიან პიცის მირთმევის ავთენტურ რიტუალსაც - ნეაპოლიტანური პიცა ხშირად არ იჭრება, არამედ იკეცება და ისე მიირთმევა. ეს ნაპოლიში ყოველდღიური კულტურის ნაწილია და ზუსტად ამ ტრადიციას ვინარჩუნებთ ჯენაროშიც, ისევე როგორც ჩვენს ნაპოლის ფილიალში.

როგორ მუშაობთ ინგრედიენტების შერჩევაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი თქვენი კონცეფციისთვის?

ნეაპოლიტანურ პიცაში ინგრედიენტები ყველაფერს განსაზღვრავს. რადგან პიცა შედარებით მარტივი პროდუქტია, თითოეული კომპონენტის ხარისხი განსაკუთრებით იგრძნობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც სწორი ფქვილი და ფერმენტაციის პროცესი, ისე ავთენტური იტალიური ინგრედიენტები - პომიდორი, მოცარელა, ზეითუნის ზეთი და სხვა დეტალები, რომლებიც საბოლოო გემოს ქმნის.

ხარისხი ჯენაროს კონცეფციის მთავარი ნაწილია, რადგან ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცა კომპრომისებს არ აღიარებს. სწორედ ამიტომ, ყველა ეტაპზე ვიცავთ იმ სტანდარტებს, რაც ნაპოლიშია მიღებული.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები - გაფართოების, ახალი ფილიალების ან მენიუს განახლების კუთხით?

ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ნამდვილი ნეაპოლიტანური პიცის კულტურა საქართველოში.

სამომავლოდ ვგეგმავთ როგორც ბრენდის გაფართოებას, ისე მომხმარებლის გამოცდილების კიდევ უფრო გამდიდრებას - ახალი პროდუქტებით, იტალიური კონცეფტუალური საღამოებით და სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც ჯენაროს ატმოსფეროს კიდევ უფრო გააძლიერებს.

თუმცა, ზრდასთან ერთად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ერთია - ავთენტურობის შენარჩუნება. რადგან “პიცა ანტიკა - ჯენარო” მხოლოდ სლოგანი არ არის, ეს არის ტრადიცია, რომელსაც პატივს ვცემთ და ყოველდღიურად ვაგრძელებთ თბილისში.

ინფორმაციისთვის, Gennaro Pizza Tbilisi ბახტრიონის ქუჩაზე, 11ბ ნომერში მდებარეობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

14.08.2026.20:18

საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”

ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.

„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.

სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა