მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად - გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

news image
mbc image

მიკრობანკ „კრისტალისთვის“ ციფრული სერვისებისა და პროდუქტების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებას თანამედროვე მომხმარებლის კმაყოფილებისა და პოზიტიური გამოცდილების გაზრდაში განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, კომპანია მუდმივად ზრუნავს ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რომლებიც მიკრობანკ „კრისტალის“ პროდუქტებით სარგებლობას კიდევ უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს გახდის. 

სწორედ ამ კრიტერიუმებს შეესაბამება დისტანციური ავტო სესხიც — ახალი ციფრული პროდუქტი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, სასურველი ავტომობილის შესაძენად, დამატებითი ფინანსები კიდევ უფრო სწრაფად და კომფორტულად, რიგების გარეშე, მინიმალური პროცედურებითა და ფილიალში მხოლოდ ერთხელ მისვლით მიიღონ.

მიკრობანკ „კრისტალის“ ციფრული ავტო სესხი — უპირატესობები

ციფრული ავტო სესხი თანხის მიღების მარტივი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობაა. მახასიათებლებისა და პირობების მიხედვით, ის არსებული პროდუქტების იდენტურია: მომხმარებელი სასურველ ავტომობილს ირჩევს, შემდეგ ბანკს მიმართავს და შენაძენს მისგან მიღებული თანხით აკეთებს.ან უკვე საკუთრებაში არსებული მანქანით, დისტანციურად სარგებლობს ავტომობილის ლომბარდით.

ციფრული ავტო სესხის მთავარი უპირატესობა პროდუქტით სარგებლობის სრულიად განსხვავებული პროცესია: ავტო სესხის მისაღებად, მომხმარებელი ფილიალში მხოლოდ ერთხელ მიდის. იქ კი არც რიგში დგომა უწევს და არც — მანქანის შეფასების ლოდინი თუ სხვა პროცედურების გავლაზე დიდი დროის დახარჯვა. 

ციფრული ავტო სესხი მაქსიმალურად ზრდის კომფორტსა და მოქნილობასაც: მთელ პროცესს მომხმარებელი სასურველი გაჯეტით, დისტანციურად, მისთვის მისაღები სივრციდან, ნებისმიერ დროს, თავადვე მართავს.

როგორ ისარგებლოთ ციფრული ავტოსესხით

მომხმარებელი, რომელსაც ციფრული ავტოსესხით სარგებლობა სურს, თუმცა მიკრობანკ „კრისტალის“ ონლაინ პირად კაბინეტს ჯერ კიდევ არ იყენებს, ვებგვერდზე crystalone.ge მარტივ რეგისტრაციასა და ბიომეტრიულ ვერიფიკაციას გადის, შემდეგ კი განაცხადს ასევე ონლაინ ავსებს. არსებულ მომხმარებლებს კი განაცხადის წარდგენისთვის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ეტაპების გავლა აღარ სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში მომხმარებელი ავტო სესხის დამტკიცებისა და ლიმიტის შესახებ პასუხს იმავე დღეს იღებს.

დისტანციურია თავად ავტომანქანის შეფასების პროცესიც: მომხმარებელი მანქანას ფოტოებს თავად უღებს და თანხის მოთხოვნის დროს სისტემაშიც თავადვე ტვირთავს. ამ პროცესში ის ირჩევს სასურველ ფილიალსაც, სადაც მისი სესხის განაცხადი განსახილველად გაიგზავნება. 

ავტო სესხის დამტკიცების შემდეგ მომხმარებელი ფილიალში შესაბამისი ავტომობილით მიდის. ადგილზე მანქანას ფოტოებს უკვე ექსპერტი უღებს და საბოლოო დადასტურებისთვის შემფასებელთან გზავნის. შემფასებელი მომხმარებლის მიერ ატვირთულ ფოტოებსა და რეალურ მდგომარეობას უმოკლეს დროში ადარებს, თანხვედრის შემთხვევაში კი, შეფასებას ადასტურებს. მომხმარებელი, რომელმაც სესხის პირობები და დამტკიცებული ლიმიტი ფილიალში მისვლამდე იცის, ხელშეკრულებას მარტივად აფორმებს და თანხასაც მაშინვე იღებს. 

ციფრული ავტო სესხით სარგებლობის პირობები

მიკრობანკ „კრისტალში“ ავტო სესხი ხელმისაწვდომი პირობებით გამოირჩევა: პროდუქტით სარგებლობისთვის შემოსავლების დადასტურება და უძრავი ქონების ფლობა საჭირო არ არის, უზრუნველყოფისთვის მხოლოდ შესაძენი ან საკუთრებაში არსებული ავტომობილიც საკმარისია. 

პროდუქტით სარგებლობა თავდებისა და შემოსავლების დადასტურების გარეშე, 1-დან 60 თვემდე ვადითაა შესაძლებელია. სესხის მინიმალური თანხა 1000 ლარია, მაქსიმალური — 110 000 ლარი, საპროცენტო განაკვეთი კი 16%-იდან იწყება. 

პროდუქტზე ვრცელდება პორტირების შესაძლებლობაც: მომხმარებლებს, რომლებიც ავტოსესხით სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში უკვე სარგებლობენ, შეუძლიათ, მიკრობანკ „კრისტალში“ დაპორტირდნენ და სასურველი პირობები მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური შეთავაზებაც: 10 000 ლარამდე სესხის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის  ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30% იქნება, 10 000 ლარიდან ზემოთ თანხაზე კი — 25% იქნება. რაც შეეხება გაცემის საკომისიოს, ის 0%-ია. 

„კრისტალის“ ავტო სესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ციფრული ავტო სესხის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://crystal.ge/product/daimtkice-avto-seskhi-distanciurad/

ამავდროულად, დისტანციური არხის გარდა, ავტო სესხის მიღება დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიკრობანკ “კრისტალის” ფილიალებში ვიზიტით ან ტელეფონზე:  032 202 20 20

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

23.09.2026.14:49

სილქნეტის მომხმარებელი სასურველი კატეგორიის ოქროს ნომრებს ღირებულების ერთიანად გადახდის ნაცვლად, თვეში 4 ლარიდან შეძლებს.

პირობა ვრცელდება შემდეგი კატეგორიის ოქროს ნომრებზე:

• 200 ლარიანი ოქროს ნომერი - ყოველთვიური გადასახადი 4₾
• 300 ლარიანი ოქროს ნომერი - ყოველთვიური გადასახადი 6₾
• 500 ლარიანი ოქროს ნომერი - ყოველთვიური გადასახადი 10₾
• 1 000 ლარიანი ოქროს ნომერი - ყოველთვიური გადასახადი 20₾
• 2 000 ლარიანი ოქროს ნომერი - ყოველთვიური გადასახადი 30₾
• 10 000 ლარიანი ოქროს ნომერი - ყოველთვიური გადასახადი 50₾
• 20 000 ლარიანი ოქროს ნომერი - ყოველთვიური გადასახადი 100₾

ოქროს ნომრის ყოველთვიური გადახდის სერვისი ავტომატურად განახლდება გააქტიურებიდან ყოველ 30-ე დღეს და საფასური ბალანსიდან დაიფარება.

ოქროს ნომრის შეძენა შესაძლებელია:

სილქნეტის ნებიესმიერ სერვის ცენტრში  

სილქნეტის ვებ - გვერდიდან

აპლიკაციიდან MySilknet

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა