ავტობანის გახსნამ გადაზიდვების პრობლემა დიდწილად მოაგვარა, ანაკლიის პორტის მშენებლობა გარდატეხას შეიტანს - IBEX LOGISTICS
გადამზიდავი კომპანიების საქმიანობაში მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. როგორც IBEX LOGISTICS-ის დირექტორი ლევან თათარაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, გაზრდილია საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები. ტვირთების გატარების კუთხით არსებული ვითარებაც მოწესრიგდა, რაზეც განსაკუთრებით დიდი გავლენა ავტობანის გახსნამ იქონია.
„ყველა მიმართულებაზე ფიქსირდება ზრდა: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. 2023 წლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები ამაზე დიდ გავლენას ახდენს. რეალურად ათვისება მოხდა ბაზრის სხვადასხვა პროცესის გამოც. შუა დერეფანი თავის დიდ როლს მაინც ასრულებს და საქართველო ამ პროცესის მონაწილეა. გეოგრაფიულმა მდგომარეობამ განაპირობა ჩვენი როლის გაძლიერება.
ასევე სავაჭრო ურთიერთობებმა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან, კერძოდ, შუაა აზიის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ვაჭრობა ევროპასთან, რუსეთი დიდწილად სანქცირებულია, ვერ გადის ტვირთები და ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გააქტიურდა. ლოჯისტიკა გადალაგდა და საქართველოს წარმატებით ჩაერთო პროცესში. ავტობანის მონაკვეთი რაც გაიხსნა, ამან დიდი შვება მოგვცა. გადაზიდვები გაძნელებული იყო და მდგომარეობა განსაკუთრებით გაუმჯობესდა. ანაკლიის პორტის პროექტი თუ განხორციელდება, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება", - აცხადებს ლევან თათარაშვილი.
მისი თქმით, საქართველოში შუა დერეფნის განვითარებაზე მიდის საუბარი და ამ კუთხით ანაკლიის პორტის პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანია.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამომავლოდ შევინარჩუნოთ ის ტვირთები, რომლის გატარებაც მიმდინარეობდა. ანაკლიის პორტი იძლევა საშუალებას, რომ ტვირთნაკადები, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, მინიმუმ, 150 %-ით გაიზარდოს", - დასძენს ლევან თათარაშვილი.
რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ინვესტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ანაკლიის პორტის მშენებლობის 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამში, 70 მლნ ლარია ბიუჯეტიდან გათვალისწინებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.