ავტოდაზღვევში მოზიდული პრემიით თიბისი პირველია
2023 წლის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 205 მლნ. ლარი შეადგინა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში ყველაზე მეტი პრემია 2023 წელს თიბისი-დაზღვევამ მოიზიდა. პრემიის მოცულობა ₾52.6 მილიონს შეადგენს, ხოლო კომპანიის მიერ მოპოვებული ბაზრის წილი 26%-ია.
მეორზე ადგილზეა „ალდაგი“ - 48.4 მილიონი ლარი, ბაზრის წილი - 24%; მესამეა ჯიპიაი - 27.4 მილიონი ლარი, ბაზრის 13%; შემდეგ ირაო - მოზიდული პრემია 12.2 მილიონი ლარი, ბაზრის - 6%; მეხუთე პოზიციაზეა „ნიუ ვიჟენ“-ი 11.2 მილიონი ლარით, ბაზრის - 5%; სხვა კომპანიებმა ჯამურად 2023 წელს ავტოდაზღვევის სექტორში 53.3 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს და მათზე პრემიის მიხედვით ბაზრის 26% ნაწილდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 063,6 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 248,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.