მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ავტომობილის მოვლის ხელოვნება - „თეგეტა მოტორსის“ კრეატიული კამპანია

news image
mbc image

„თეგეტაში“ კარგად ესმით, რომ მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის  არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, არამედ ემოციური კავშირის დამყარებაა აუცილებელი. სწორედ ამ იდეით კომპანიამ ერთი შეხედვით ორი განსხვავებული სამყარო - ავტოინდუსტრია და ხელოვნება - ერთმანეთს დაუკავშირა. ფუნქციურობისა და ესთეტიკის სინთეზით ახალი კამპანია შექმნა და ავტომობილის მოვლა არა დამღლელ რუტინად, არამედ ხელოვნებად წარმოაჩინა.

პროექტი მოძრავი პოსტერებისგან შედგება, რომელთაც ინდივიდუალურად დამახასიათებელი მუსიკა და ხმის დიზაინი აქვს. თითოეული მათგანი მხატვრულად ასახავს კონკრეტული პროდუქტის ფუნქციას.

თეონა კოხოძე, „თეგეტას“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტა მოტორსში“ წლებია,სიახლეები და გამოწვევები გვამოძრავებს. ავტომობილის სეზონურად მომზადება იმკულტურული პროცესის ნაწილია, რომელშიც ჩვენს გამოცდილ მექანიკოსებს მაღალიპროფესიონალიზმითა და სრულყოფილებისადმი ერთგულებით დიდი წვლილიშეაქვთ.
ამჯერად მომხმარებლამდე სათქმელის მისატანად განსხვავებული ფორმა ავარჩიეთ.
აქტუალური საავტომობილო პროდუქტების წარმოსადგენად ახლებურგამომსახველობით გზას მივმართეთ. კონცეფციიდან გამომდინარე, უნდა შეგვექმნა ისეთი ვიზუალური ფორმა, რომელიც ხაზს გაუსვამდა საავტომობილო ინდუსტრიისა და ხელოვნების სინთეზს. დამეთანხმებით, ალბათ, „თეგეტა ქარსის“ გამორჩეული ვარსკვლავი პორშეა, გამომდინარე თუნდაც მისი შთამბეჭდავი დიზაინისა თუ ბრენდის შექმნის კონცეფციიდან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, პოსტერებში Porsche Carrera 4S გამოგვეყენებინა“.

 

პროექტზე თავის საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი მუშაობდა - შედეგიც შესაბამისი დადგა, სიყვარული და მზრუნველობა თითოეულ პოსტერში იგრძნობა. ასეთი კი სულ ექვსია იმ საავტომობილო პროდუქტების გათვალისწინებით, რომელთა გამართულობის შემთხვევაშიც სეზონის რიტმს ფეხს მარტივად აუწყობთ. მოძრავი პოსტერების სერიაზე არტისტებმა გიორგი ტყებუჩავამ და დიმა კონჯარიამ იმუშავეს.

 

გიორგი ტყებუჩავა, არტისტი: „გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა მოძრავი პოსტერების სერია, სადაც მოძრაობაში ვაჩვენებდით არა მარტო სეზონის , არამედ მანქანის ნაწილების ცვლილებებს. ეს ყველაფერი წარმოვადგინეთ როგორც განახლებისა და მზადყოფნის პროცესის ერთობლივი სინთეზი.

ჩემთვის, როგორც ვიზუალური ხელოვნების არტისტისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიმუშავე არა მხოლოდ ზოგადად ავტომანქანაზე, როგორც არტობიექტზე, არამედ დეტალურად გავეცანი  მის ნაწილებსა  და მუშაობის სპეციფიკას. ეს ყველაფერი კი იმ მოძრავ პოსტერებად იქცა, რომლებიც აუდიტორიას გავუზიარეთ“.

 

მეტი თანმიმდევრულობისათვის და აქცენტით უშუალოდ საავტომობილო პროდუქტებზე, ყველა პოსტერში ერთი მოდელი, Porsche Carrera 4S, გამოიყენეს. მათი განმასხვავებელი ელემენტი კი საუნდდიზაინია, რომელიც კონკრეტული პროდუქტისათვის დამახასიათებელ „ხმას“ აღწერს. ზედმეტი დეტალების გარეშე და ადვილად აღსაქმელი კამპანიის იდეა სამუშაო ჯგუფის წევრებს სულ რამდენიმე წამში უნდა გადმოეცათ და რაც მთავარია, გადმოეცათ  მარტივად და გასაგებად.

 

 

ზვიად მღებრი, POSTRED-ის კომპოზიტორი, ხმის დიზაინერი: „საკმაოდ თავისებური და ფაქიზი კამპანია იყო სამუშაოდ. ეს მთლიანობა, რაც  ხმამ, მუსიკამ და ვიზუალმა შექმნა, ისეთი სიზუსტითა და შესაბამისობით შეერწყა ერთმანეთს, რომ ერთ პატარა არასწორ ქმედებასაც კი ამ სამ ელემენტს შორის შეიძლებოდა, სრული „დისონანსი“ გამოეწვია. ვფიქრობ, პროექტის მინიმალისტური ხასიათი, თავისი უჩვეულო დეტალებითა და იდენტობით, ზუსტად გადმოვიტანეთ აუდიოს ნაწილში და შევძელით ისეთი ატმოსფეროს შექმნა, როგორიც თავდაპირველი კონცეფციის ჩამოყალიბებისას ჩავიფიქრეთ. 

ჩვენი გამოწვევა იყო ავტომობილის აბსტრაჰირება, მისი ობიექტის მდგომარეობიდან გამოყვანა და ისეთი ელემენტების დამატება, რომლებიც ზუსტად გადმოსცემდა ჩაფიქრებულ ემოციებს. ობიექტების იდეებად გარდაქმნა, ისე რომ არ იყოს გაზვიადებული და შეინარჩუნოს სილამაზე და საინტერესოობა, პროცესის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილია“.

 

სამუშაო პროცესი ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. თითოეული პროდუქტისათვის ერთი კვირა განისაზღვრა. აქცენტი იმ საავტომობილო ნაწილებზე გაკეთდა, რომლებიც სეზონურ მომზადებას საჭიროებს, ასევე რამდენიმე ისეთ აუცილებელ პროდუქტზე, რომლებსაც  უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ესენია: საბურავები, აკუმულატორები, ფილტრები, სამუხრუჭე ხუნდები, და მინის მწმენდები. ბოლო მე-6  ვიდეო კი სამღებრო სამუშაოებს შესაძლებლობებს წარმოგვიდგენს და ავტომობილის ფერი მთლიანად იცვლება.

 

 

„თეგეტა მოტორსის“ კრეატიული ვიდეორგოლების პარარელურად, კამპანიის ამსახველი ბანერები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა. კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ სარეკლამო ბანერებისთვის  კამპანიის დასრულების შემდეგ ახალი სიცოცხლე მიეცათ. ასე გაჩნდა იდეა ბრენდ „ადამიანთან“ კოლაბორაციის და  ჩამოხსნის შემდეგ გადამუშავებული ბანერებისგან ახალი, ფუნქციური ნივთები შეიქმნა.

 

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა