მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ავტოსკოლა Art Drive მარტიდან ტარიფებს ზრდას გეგმავს

news image
mbc image

ავტოსკოლა არტ დრაივი • Art Drive მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-ს „არტ დრაივის“ დამფუძნებელმა გიორგი ბერიშვილმა განუცხადა, მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება მსუბუქი ავტომობილების მართვის სწავლებაზე. ავტოსკოლა მარტიდან ტარიფების 10%-ის გაზრდასაც განიხილავს. 

„სკოლაში 2024 წელს შედარებით ზრდა გვქონდა A და B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობების მიღების მსურველი მოსწავლეების მიმართულებით, ხოლო C  და D კატეგორიებზე მნიშვნელოვანი კლება იყო. საუბარია დაახლოებით 50%-ზე და მეტით კლებაზე. რაც შეეხება  A და B კატეგორიებს აქ ზრდა 10-15% იყო“, - ასე აფასებს გასულ, 2024 წელს ავტოსკოლის დამფუძნებელი. 

ცხადია მართვის მოწმობების ზრდის პარალელურად იზრდება ავტომობილების რაოდენობაც. 

„ყველა ხედავს, თუ როგორ იზრდება ქალაქში ავტომობილების რაოდენობა და იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი მართვის მოწმობა გაიცემა, ცხადია ეს ავტომობილების რაოდენობაზეც აისახება. თუ ვთქვათ 20 000 მართვის მოწმობა გაიცემა, აქედან 8 000 ავტომობილს ყიდულობს ხომ? აქედან გამომდინარე ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობაც იზრდება“, - აცხადებს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი. 

გიორგი ბერიშვილის თქმით, „არტ დრაივის“ მოსწავლეების 60-70% პირველივე გამოცდაზე აბარებს, დარჩენილი 40% კი მეორე, მესამე ცდაზე.

„არტ დრაივი“ მარტიდან მომსახურების ტარიფების ზრდას გეგმავს. 

„ჯერჯერობით ტარიფებს ვინარჩუნებთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ მარტიდან ტარიფებს 10%-თ გავზრდით. ჩვენ დღგ-ს გადამხდელები ვართ და ძალიან ბევრი გადასახადის გადახდა გვიწევს, ასევე ხელფასების ზრდა“, - ამბობს გიორგი ბერიშვილი.

უახლოეს პერიოდში „არტ დრაივი“ არც გაფართოებას და არც ახალი კადრების დამატებას არ განიხილავს, თუმცა ავტოსკოლის დამფუძნებელი შავ ბაზარზე და სფეროს რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს. 

„არალიცენზირებული კერძო პირები აკეთებენ სკოლებს. შავი ბაზრის წილი ამ სეგმენტში დიდია, დაახლოებით 90-95%-ი. 

ჯერჯერობით რეგულირება არ ხდება, ამ თემაზე მიდის მუშაობა, რათა კონტროლი გაიზარდოს. ეს აუცილებელია და ამაზე რამდენი წელია რაც საუბარი გვაქვს. ყველა შეხვედრაზე ამაზე ვსაუბრობთ, რომ კონტროლი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ვინც პატიოსნად მუშაობს და ყველა გადასახადს იხდის ისინი უფრო იჩაგრებიან, ვიდრე ვითომ სკოლა, რომელიც რეალურად სკოლა არაა. თვითნასწავლია და თვითნასწავლი ასწავლის შემდეგ მოსწავლეს“, - აცხადებს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.

ირკვევა, რომ გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად და საბაზისო ცოდნის მისაღებად ავტოსკოლაში საშუალოდ 15 გაკვეთილია საჭირო. 

„ხშირად როდესაც მოსწავლე მოდის გვეკითხება, 3 გაკვეთილში ჩავაბარებ? 15 წელია ავტომობილით დავდივარ და შეიძლება ისეთ რამ გადაგხდეს თავს, რომ ... რაღაცას სწავლობ ყოველდღე. 3 და 5 გაკვეთილში სწავლა და მერე ქალაქში სიარული, არის კატასტროფა. მესმის, რომ შესაძლოა მომხმარებელს ფინანსები არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფრით და ამ ცოდნით ხომ მთელი ცხოვრება უნდა იარო. ის საბაზისო ცოდნა, რაც საჭიროა თუნდაც 20 გაკვეთილი დასჭირდეს მოსწავლეს, მაინც არ არის ისეთი მძღოლი როგორიც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე საშუალოდ ჩვენი სტატისტიკით 15 გაკვეთილია - მოედანი, ქალაქი, საჭირო. ამიტომაც ჩვენც, როდესაც გვეკითხებიან ვეუბნებით, რომ 15-20 გაკვეთილი დაგჭირდებათ, რომ ის ცოდნა მიიღოთ, რომ გამართულად ატაროთ ავტომობილი. თუმცა ხშირად 80% ამ რაოდენობის კურსს არ გადის“, - ამბობს „არტ დრაივის“ დამფუძნებელი.

ავტოსკოლა Art Drive-ი 2010 წელს დაარსდა, სულ რაღაც ხუთ წელიწადში შეძლო და გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ავტოსკოლა თბილისში, რაც თავის მხრივ განაპირობა ავტოსკოლის მომსახურების ხარისხმა.

"არტ დრაივი" მომხმარებელს სთავაზობს ყველა კატეგორიის თეორიის შესწავლას, ჩაბარების გარანტიით. როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული სწავლების გავლაც შეუძლია მომხმარებელს „არტ დრაივში“ - სასწავლო მოედანზე და ქალაქში. ამ ეტაპზე ავტოსკოლა "არტ დრაივი" სრული დატვირთვით ოპერირებს თბილისში შემდეგ მისამართზე - წერეთლის N2, დინამო არენა,  კარი 2,3 (ცენტრალური შემოსასვლელი).

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა