აზერბაიჯანი საქართველოში ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდებს შემოტანას გეგმავს
Made in Azerbaijan-ის მარკით წარმოებული მანქანების სამუხრუჭე ხუნდები საქართველოშიც გაიყიდება. ამის შესახებ შპს Brake Systems Azerbaijan-ის დირექტორმა მეჰმან აგაევმა განაცხადა.
მისი თქმით, ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდების წარმოებისთვის ქარხნის წლიური საწარმოო სიმძლავრე 240 ათასი კომპლექტია:
„ჩვენი პროდუქცია არის ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის შემცვლელი. ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს საქართველოში, ბელორუსიაში, რუსეთში და ყაზახეთში. ამ ქვეყნებში ნიმუშები გაიგზავნა. ყაზახეთიდან შეკვეთა უკვე მივიღეთ. ამჟამად ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე თურქულ კომპანიასთან მიმდინარეობს“, - განაცხადა Brake Systems Azerbaijan-ის დირექტორმა.
საწარმო ამ დროისათვის მხოლოდ 20%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ხოლო უახლოეს 6-7 თვეში იგეგმება პროდუქციის სრული საწარმოო სიმძლავრით წარმოება:
„ახლა საწარმოს შეუძლია სრული დატვირთვით ფუნქციონირება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარზე პოზიცია დავიკავოთ და მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ. ვინაიდან ახალი კომპანია ვართ, ჩვენი მთავარი მიზანი ბაზარზე პროდუქტის პოპულარიზაციაა“, - განაცხადა საწარმოს დირექტორმა.
საწარმო 2 მილიონი მანეთის ინვესტიციით შეიქმნა. დაახლოებით 2 წელიწადში იგეგმება ავტომობილების სხვა სათადარიგო ნაწილების წარმოებაც.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.