მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

აზერბაიჯანი სარკინიგზო, საპორტო და საზღვაო სატრანსპორტო მომსახურებების მიწოდებას „ერთი ფანჯრის“ სისტემით გეგმავს

news image
mbc image

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) ხელმძღვანელობამ ქვეყნის სატვირთო გადაზიდვების სექტორში მოქმედი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, გადაზიდვების მოცულობის ზრდის შესაძლებლობები, სატარიფო პოლიტიკა და ბიზნესთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

კომპანიის ინფორმაციით, დასრულებულია სუმგაითი–იალამის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია და ასტარის ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები. პარალელურად, გრძელდება ბაქო–ბოიუქ-ქესიქისა და ალათი–ოსმანლი–ასტარის სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია. ამასთან, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის განახლების შედეგად მისი წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა.

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ მოძრავი შემადგენლობის განახლებაზეც მუშაობს. 2025 წელს კომპანიამ 300 ახალი სატვირთო ვაგონი შეიძინა, ხოლო 2026 წლის სექტემბერში ჩინეთიდან შვიდი თანამედროვე სატვირთო ელექტროლოკომოტივი მიიღო. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით 14 ლოკომოტივის შესაძენად, ხოლო 2027 წლისთვის კიდევ 250 ვაგონის შეძენაა დაგეგმილი. აღნიშნული ინვესტიციები გადაზიდვების გამტარუნარიანობისა და მომსახურების საიმედოობის გაზრდას ემსახურება.

კომპანია ასევე ავითარებს სატვირთო გადაზიდვების ციფრულ მომსახურებებს. ADY Express-ის მოდელის ფარგლებში სარკინიგზო, საპორტო და საზღვაო მომსახურებების ერთიანი ფანჯრის პრინციპით გაერთიანება იგეგმება. ამასთან, უკვე ამოქმედებულია ტვირთების მონიტორინგის ციფრული პლატფორმა, რომელიც აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე კონტეინერების გადაადგილების რეალურ დროში კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეღავათიანი ტარიფები, ახალი სატვირთო ნაკადების მოზიდვა და გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ორი მესამედით ფაქტობრივად მოვიკელით კოეფიციენტი, განაშენიანება ხდება 18%-ზე, საგამოფენო სივრცეს და რეკრეაციას არ ვეხებით | მინდია საბანაძე Cityzen Expo-ზე

09.11.2026.10:36

ორი მესამედი ფაქტობრივად მოვიკელით კოეფიციენტი, - განუცხადა "იმედის კვირას" IG Development-ის დამფუძნებელმა მინდია საბანაძე დიდუბის პროექტზე - CITYZEN EXPO-ზე საუბრისას.

მისივე თქმით, პროექტის ავტორების მიზანია, რომ CITYZEN EXPO ყველაზე მოვლილი და საამაყო პროექტი იყოს.

"ფაქტობრივად, ფოკუსები უნდა ატარო, რომ მოგება ნახო და მოემსახურო სივრცის განვითარებას. ჩვენ გვინდა, რომ ის სივრცე იყოს ულამაზესი, ყველაზე კარგი, ყველაზე მოვლილი, გვეამაყებოდეს იქ სტუმრის მიყვანა ან ნებისმიერი მოქალაქე როცა შევა შიგნით და დაისვენებს, იყოს ბედნიერი და შინაგანი მადლიერების გრძნობა გააჩნდეს პროექტის შემსრულებლების მიმართ. 

2.1 არის ჩამოწეული კოეფიციენტი და იქიდან ბოლომდე არ ვიყენებთ, კიდევ რაღაცეებს ვამცირებთ. ანუ 18%-ზე ხდება განაშენიანება. საგამოფენო სივრცეს და რეკრეაციას არ ვეხებით. ხდება განაშენიანება უკიდურეს კუთხეებში, სადაც არის დაბეტონებული ისედაც და რაღაცებია გაკეთებული", - განაცხადა მინდია საბანაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა