მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ქალაქებში მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მხარდასაჭერად $200 მილიონის სესხი დაამტკიცა

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 200 მილიონი აშშ დოლარის ($) ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს მდგრადი ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. პროექტი მიზნად ისახავს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით მცირე ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები დაახლოებით 400,000 ადამიანისთვის.

პროექტის „მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება ძლიერი ეკონომიკისთვის" ფარგლებში განახლდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის საჯარო სივრცეები, პარკები, სარეკრეაციო ზონები და მრავალფუნქციური სპორტული ობიექტები, ასევე გზები, წყალმომარაგების, სანიტარული, სადრენაჟე და მყარი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია ამ ობიექტების ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებასა და კონსერვაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის საფეხმავლო ბილიკების, საჯარო სივრცეებისა და საგზაო ქსელის განვითარებას, რათა საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობები.

„საქართველოს რეგიონებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა," განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „ეს პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში მდგრად ინფრასტრუქტურაში, საჯარო სივრცეებში, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ ობიექტებში ინვესტირების გზით. ამასთან, პროექტი შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილობრივი ბიზნესებისთვის, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის."

პრეს-რელიზი: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ქალაქებში მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მხარდასაჭერად $200 მილიონის სესხი დაამტკიცა | Asian Development Bank

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა