Azimuth-ი სოჭიდან თბილისის, ხოლო მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ფრენა განხორციელდება. როგორც რუსული ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, Azimuth Airlines-ი სოჭიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით იწყებს ფრენებს. სოჭსა და თბილისს შორის რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
ავიაბილეთის ღირებულება კი, ერთი გზა, 113 ევროდანაა. Azimuth Airlines-ი უკვე მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც ახორციელებს რეისებს სოჭიდან საქართველოს მიმართულებით. აღნიშნულ ორ ქალაქს შორის ივლისიდან ფრენებს Red Wings ახორციელებს. მგზავრობის ხანგრძლივობა 2 საათზე ნაკლებია.
ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული მასალის თანახმად, იმავდროულად, Azimuth Airlines-ი ფრენებს შეასრულებს მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის საჰაერო ხაზზეც. რეისები აღნიშნულ მიმართულებაზე 9 ოქტომბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.
ცალმხრივი ავიაბილეთის ფასი 70 ევროდანაა.
როგორც რუსი ბლოგერები წერენ, ოქტომბერი საქართველოში დასვენების იდეალურ სეზონად ითვლება, რადგან აქ ჰაერის ტემპერატურა კომფორტულია და ზღვაში ბანაობა მაინც შეიძლება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.