Back to School ზეიმი „თამაშობანაში“
6 სექტემბერს, 16:00-დან 20:00 საათამდე „თამაშობანა“ Back to School ფესტივალს გამართავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.
„6 სექტემბერს ჩვენს ეზოში გაიმართება Back to School ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქართული და საერთაშორისო ბრენდი. მშობლებს შეეძლებათ სახალისო გარემოში შეიძინონ თითქმის ყველაფერი, რაც სკოლისთვის სჭირდებათ ბავშვებს, დაწყებული ჩანთიდან, დამთავრებული კალმითა და სხვადასხვა სასკოლო აქსესუარით.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სკოლის თემატიკაზე ვორქშოპები: ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შექმნან პენლები, სანიშნები, მასწავლებლებისთვის საჩუქრები და სხვა საჭირო ნივთები, რომლებიც უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
საღამოს გაიმართება კონცერტი, რომელშიც ყველა ერთად მივიღებთ მონაწილეობას და საზეიმო გარემოს შევქმნით. ღონისძიების მთავარი სიმბოლო იქნება წითელი ვაშლი, როგორც სკოლის სიმბოლო.
დასწრება თავისუფალია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, იშოპინგოს, დაისვენოს და გაერთოს.
ფესტივალი ჩატარდება 16:00-დან 20:00 საათამდე “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.
ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.