მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Back to Tegeta - „თეგეტა მოტორსი“ ავტომობილის ტექნიკური შემოწმების ახალ კულტურას ამკვიდრებს

news image
mbc image

შემოდგომა ის პერიოდია, როდესაც გზებზე მოძრაობა სულ უფრო ინტენსიური ხდება - სკოლა, სამსახური, ინტენსიური მოძრაობა და ქალაქში ხშირი გადაადგილება, რა დროსაც ავტომობილის საიმედოობა და გამართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსი“ ზუსტად ამ საჭიროებას პასუხობს ახალი ინიციატივით - Back to Tegeta, რომელიც მიზნად ისახავს მძღოლებისცნობიერების ამაღლებასა და ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის ახალ სტანდარტად ჩამოყალიბებას. 

„თეგეტა მოტორსის“ საინფორმაციო აქტივობა მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება - ავტომობილის შემოწმება უნდა განიხილებოდეს როგორც აუცილებელი პროცედურა არა მხოლოდ გრძელ გზაზე წასვლამდე, არამედ დაბრუნების შემდეგაც, რათა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება და გამართულობა ყოველდღიური გადაადგილებისას.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „Back to Tegeta-ს ინიციატივა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ავტომობილის ტექნიკური შემოწმების კულტურის გაძლიერებას. დროული პრევენცია არა მხოლოდ ამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს და აუმჯობესებს მანქანის რესურსს, არამედ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, ამცირებს საგზაო შემთხვევების რისკებს და ქმნის მეტად უსაფრთხო გარემოს ყველასთვის.

მოგზაურობის შემდეგ, როდესაც ავტომობილი რთულ პირობებში გადაადგილდება - ცხელ ამინდში, მტვრიან გზებზე ან რთულ რელიეფზე, იზრდება კონკრეტული ნაწილების დაზიანებისა და ცვეთის რისკი. სწორედ ამიტომ Back to Tegeta ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, არა მხოლოდ ქალაქიდან გასვლამდე შევამოწმოთ ჩვენი ავტომობილი, არამედ დაბრუნების შემდეგაც დავრწმუნდეთ, რომ საბურავები, სამუხრუჭე სისტემა, განათება და სხვა დეტალები გამართულია, რათა ზაფხულის მოგზაურობის შემდეგ ჩვეულ რეჟიმს მომზადებულები შევხვდეთ“.

ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა საგანმანათლებლო და საინფორმაციო მესიჯების დახმარებით, შემდგომ კი მისი გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით.

აქტივობის მთავარი ვიზუალური ელემენტი სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლია, რომელიც ზაფხულის უღრუბლო პერიოდსა და ქალაქის დატვირთულ ცხოვრებას შორის ავლებს პარალელს და კიდევ ერთხელ გამოყოფს მთავარ გზავნილს - ავტომობილის შემოწმება არ არის მხოლოდ რეკომენდაცია, ეს ყოველდღიური პასუხისმგებლობის ნაწილია.

Back to Tegeta „თეგეტა მოტორსის“ ხედვის ნათელი გამოვლინებაა - კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ის აყალიბებს სისტემურ მიდგომებს, რომლებიც საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის კულტურას ამკვიდრებს. ინიციატივა აერთიანებს როგორც პრევენციის, ისე გრძელვადიანი სერვისის მნიშვნელობას, რომლის საშუალებითაც „თეგეტა მოტორსი“ კიდევ ერთხელ იმყარებს ლიდერის პოზიციას ქართულ საავტომობილო ბაზარზე.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა