მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბადაგონი კანადისა და აზიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდას გეგმავს

news image
mbc image

„ბადაგონი“ დღესდღეობით 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ყველა ქვეყანა და  ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩინეთი არის ის მიმართულება, სადაც განსხვავებული პოლიტიკითა და სტრატეგიით შევედით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა მარი გიორგაძემ განუცხადა.

„ბადაგონმა“ სამიზნედ პრემიუმ-სეგმენტი აირჩია და ამ ბაზარზე პრემიუმ კლასის ღვინოების ექსპორტი დაიწყო. „დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  კომპანია ჩინეთის ბაზარზე წარმატებულია და ცნობადი. ჩინეთში, „ბადაგონის“ სახელით 18  რესტორანი და შოურუმი ფუნქციონირებს.

 

  • რა არის ის კონკურენტული უპირატესობა, რასაც „ბადაგონს“ სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს?

 

ამ თემაზე საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ბადაგონის“ ქვევრის ღვინოები ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიულ მარანში მზადდება, რომელიც კომპანიამ აღადგინა და ახალი კომპანიის ყველაზი დიდი უპირატესობა, ძალა, ცალსახად არის ბრენდი „ბადაგონი“-ის ხარისხი, ცნობადობა და ჩვენთვის საამაყო - მომხმარებლის სიყვარული და ერთგულებაა“.

მისივე თქმით, „ბადაგონი“ წარმატებით ოპერირებს ამერიკის  შეერთებულ შტატებში, „თუმცა ამ ქვეყნის სიდიდისა და პოტენციალის გათვალისწინებით ვგეგმავთ  მოცულობის მკვეთრ ზრდას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით კანადის ბაზარზე შესვლის მიმართულებით. ვაპირებთ გაფართოებას აზიის ქვეყნებში“.

ამასთან კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ „ბადაგონისთვის“ მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნები. ღვინის კომპანია გერმანიაში ფლობს ჰაბს, საიდანაც ევროპის ქვეყნებში ღვინის მიწოდება და თითქმის მთელი არეალის დაფარვა ხდება.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, სადაც 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ იქ რისკები ახლაც არსებობს და ამიტომ ექსპორტი დივერსიფიცირებული აქვთ.

„რუსეთის ბაზარს სერიოზული წილი უკავია ქართული ღვინის გაყიდვებში, თუმცა ამ ბაზარზე რისკები ყოველთვის იყო. აქვე დავძენ, რომ კომპანია „ბადაგონმა“ ოპერირება სწორედ  იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის დახურული იყო.

ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში გავიდა“, - ამბობს მარი გიორგაძე.

რაც შეეხება 2023 წელის გეგმებს, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „ბადაგონი“ მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს, როგორც ღვინის, ისე ტურიზმის მიმართულებით.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალ პროექტებზე და არც 2023 წელი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი“, - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა