მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

BAG ინდექსი: გამოკითხული კომპანიების შეფასებით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის კვლევის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.1 ქულით გაიზარდა და 47.6 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 11.4 ქულით, ხოლო მოლოდინის მაჩვენებელი 10.1 ქულით გაუმჯობესდა.

სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც და მოლოდინებიც ყველაზე პოზიტიურია.
2026 წლის II კვარტალში ბიზნესის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიების ბიზნესსაქმიანობას თანაბრად აფერხებს - სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტორის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სპეციალისტების ნაკლებობის - 3 პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, გამძაფრდა ასევე, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა (11 პროცენტული პუნქტით), ხოლო ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა.

საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორს აწუხებს, ხოლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები მომსახურების და ვაჭრობის სექტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვარტალში ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 57%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Food Alliance-მა ასორტიმენტი გააფართოვა და ახალი მიმართულებები დაამატა

15.07.2026.16:00

Food Alliance პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტებს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ კოხრეიძემ განაცხადა, კომპანიამ პიცის ნახევრად გამომცხვარი გაყინული ბაზების წარმოება დაიწყო, პარალელურად კი ბუნებრივ საფუარზე დამზადებული და განახლებული არტიზანული პურების მიმართულებასაც ავითარებს.

„მიმდინარე პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. ერთ-ერთი მთავარი პიცის ნახევრად გამომცხვარი, გაყინული ბაზების წარმოების დაწყებაა. გარდა ამისა, გავაფართოვეთ ასორტიმენტი ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურებით და განვაახლეთ არტიზანული პურების ხაზსაც.

პარალელურად, საწარმოში აქტიურად მიმდინარეობს დანადგარების განახლება და ტექნიკური გადაიარაღება, რაც წარმოების ეფექტიანობას კიდევ უფრო ზრდის. გასულ წელთან შედარებით საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, კომპანია სტაბილურად იზრდება“, - აღნიშნავს ვახტანგ კოხრეიძე.

მოთხოვნა პროდუქციისადმი სტაბილურად მზარდია.

„ამ ეტაპზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ახლახან დამატებულ ოთხ სახეობის სენდვიჩის პურზე ფიქსირდება, მათ შორის განსაკუთრებით პოპულარულია პროტეინის სენდვიჩის პური.

მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა HoReCa სექტორის მხრიდანაც. ამ მიმართულებით გასულ წელთან შედარებით საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს, რაც ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

Food Alliance-ის სამომავლო გეგმები HoReCa სექტორში პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს.

„სრულად ფოკუსირებული ვართ ადგილობრივ ბაზარზე, რადგან ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ჩვენს ბაზარს. გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 35-40%-იან ზრდას ვინარჩუნებთ.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი HoReCa სექტორში პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაა. ამ მიმართულებით გასულ წელს დაახლოებით 56%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო მიმდინარე წელსაც 40-50%-იან ზრდას ვაფიქსირებთ. ვფიქრობთ, რომ ახალი ტიპის პურებითა და განახლებული კრუასანის ასორტიმენტით ამ ტენდენციის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას შევძლებთ.

დღეს პროდუქციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვაწვდით. ვფარავთ როგორც რეგიონებს, ისე მაღალმთიან დასახლებებს - მათ შორის მესტიას. განსაკუთრებით მაღალი ზრდა შავიზღვისპირა რეგიონებში ფიქსირდება.

ამასთან, ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. კვლავ ვთანამშრომლობთ ფრანგ ტექნოლოგთან, რომელიც წარმოების ხარისხის გაუმჯობესებაში გვეხმარება. გარდა ამისა, ახლახან გვყავდა მოწვეული კიდევ ერთი ფრანგი ექსპერტი, რომელმაც ევროპის და მსოფლიო ბაზარზე არსებული აქტუალური პროდუქტები გაგვაცნო, რომელთა ნაწილის წარმოებასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. თუმცა, კონკრეტული ასორტიმენტის გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, - აცხადებს ვახტანგ კოხრეიძე.

ინფორმაციისთვის, „ფუდ ალიანსი“ 2019 წელს დაარსდა წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ. კომპანია სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა