მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის მთავარი გამოწვევაა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 42.5 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი 10.8 ქულით გაუმჯობესდა წინა წლის I კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით, კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 15.3 ქულით გაიზარდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 4.9 ქულით გაუმჯობესდა.

I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 55% სპეციალისტების ნაკლებობას კვლავ მთავარ გამოწვევად ასახელებს, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული პრობლემა 10 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა. 14 და 13 პროცენტული პუნქტით შემცირდა ასევე, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა.

 

საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მძაფრად მშენებლობის და მომსახურების სექტორებში იგრძნობა. მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებისთვის ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

 

ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული ბიზნესის 59% საუბრობს, რაც შემცირებული მაჩვენებელია როგორც წინა წლის I კვარტალთან, ისე გასულ კვარტალთან შედარებით.

2026 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ 2026 წელს 2025 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.

სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2026 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, მრეწველობის სექტორში ფიქსირდება (81%), მომსახურების და ვაჭრობის სექტორებში კომპანიათა 61-61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მშენებლობის სექტორში - 60%.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  ბმულზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა