მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

BAG ინდექსის კვლევა წარგვადგინეთ , რაც მოიცავს ბიზნესის კლიმატს, დასაქმების ბარომეტრებსა და საინვესტიციო გარემოს - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა სამივე მაჩვენებლის პოზიტიურია და გვაქვს ზრდა | სოსო ფხაკაძე

news image
mbc image

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივანი, შაიხა ალ ნუვაისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა, მხარეებმა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები, სექტორის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ სტუმრებსა და მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და BAG ინდექსის მონაცემები გააცნო. მისი შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის დინამიური განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია:

„ასეთი რანგის სტუმრის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. მით უმეტეს, ჩვენთან ტურიზმის ინფრასტრუქტურა და ზოგადად ეს სექტორი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, და მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში. BAG ინდექსის კვლევა წარგვადგინეთ , რაც მოიცავს ბიზნესის კლიმატს, დასაქმების ბარომეტრებსა და საინვესტიციო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა სამივე მაჩვენებლის პოზიტიურია და გვაქვს ზრდა.” - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image BAG ინდექსის კვლევა წარგვადგინეთ , რაც მოიცავს ბიზნესის კლიმატს, დასაქმების ბარომეტრებსა და საინვესტიციო გარემოს - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა სამივე მაჩვენებლის პოზიტიურია და გვაქვს ზრდა | სოსო ფხაკაძე

19.09.2026.02:28

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივანი, შაიხა ალ ნუვაისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა, მხარეებმა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები, სექტორის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ სტუმრებსა და მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და BAG ინდექსის მონაცემები გააცნო. მისი შეფასებით, ტურიზმის ინდუსტრიის დინამიური განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია:

„ასეთი რანგის სტუმრის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია. მით უმეტეს, ჩვენთან ტურიზმის ინფრასტრუქტურა და ზოგადად ეს სექტორი ძალიან დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, და მას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში. BAG ინდექსის კვლევა წარგვადგინეთ , რაც მოიცავს ბიზნესის კლიმატს, დასაქმების ბარომეტრებსა და საინვესტიციო გარემოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიკა სამივე მაჩვენებლის პოზიტიურია და გვაქვს ზრდა.” - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა