მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს - სოსო ფხაკაძე

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 48.4 ქულას შეადგენს. პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება დასაქმების, ანაზღაურებისა და საინვესტიციო გეგმების მიმართულებითაც, თუმცა სექტორის წინაშე კვლავ რჩება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

აღნიშნულ შედეგებსა და ბიზნესგარემოს მიმდინარე ტენდენციებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აფასებს, მისი თქმით, „BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები ნათლად აჩვენებს საქართველოს ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა, BAG ინდექსის წარმოების დაწყების დღიდან, ანუ 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს, 48.4 ქულას მიაღწია. ამ კუთხით გამორჩეული ზრდა და პოზიტიური განწყობები მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა".

აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება დასაქმებისა და ანაზღაურების მიმართულებითაც. კერძოდ, დასაქმების ბარომეტრი 32.9 ქულამდე გაუმჯობესდა, ხოლო გამოკითხულ კომპანიათა 30% მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდას გეგმავს. გარდა ამისა, წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე მიუთითებენ.

კვლავ მაღალ დონეზე რჩება კერძო სექტორის საინვესტიციო აქტივობაც. კომპანიების 68% 2026 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, რაც ძირითადად აღჭურვილობისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება.

„აღნიშნული შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ბიზნესი არათუ ინარჩუნებს სტაბილურობას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბუნებრივია, ბიზნეს კლიმატის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისთვის.

რა თქმა უნდა, ამ პოზიტიურ ფონზე არსებობს გამოწვევებიც. BAG ინდექსის ამა წლის მესამე კვარტლის კვლევის ფარგლებში, ჩატარებული გამოკითხვა ამჯერადაც ადასტურებს, რომ სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით მშენებლობის სექტორში, სერიოზულ გამოწვევად რჩება. თუმცა, კერძოდ სექტორის ასეთი პოზიტიური განწყობები და მზარდი ინვესტიციები იძლევა იმის რესურსს, რომ კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივი ძალებით შეძლონ დაბრკოლებების გადალახვა ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა