მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

BAG-ის წევრებს გოგიტა თოდრაძემ 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესი გააცნო

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროცესი გააცნო.
 
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ 2024 წლის აღწერის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ გამოსაყენებელი მეთოდოლოგიისა და  ვადების შესახებ. აღწერის პროცესი დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ხორციელდება 10 წელში ერთხელ,  რომელიც მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დაიწყება და  19 დეკემბრის ჩათვლით  გაგრძელდება.
მოსახლეობის აღწერა ორ ეტაპს მოიცავს,  პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მონაცემები შეგროვდება ელექტრონულად, თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI), აღსანიშნავია, რომ თვითრეგისტრაციის მსურველებისთვის საქსტატმა შექმნა სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც განთავსებულია  საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka. მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
 
აღსანიშნავია, რომ აღწერის შედეგების საფუძველზე ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და განახლებული მონაცემები, როგორც მოსახლეობის რაოდენობის, მისი სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, ასევე შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.
 
„ინფორმაცია, რომლის მოგროვებასაც საქსტატი ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, რადგან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება კომპანიების საქმიანობის დაგეგმვა, მათ შორის, დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებით შესაბამის სამუშაო ადგილებისთვის ადამიანური რესურსების შეფასება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, კერძოდ, გავავრცელოთ ჩვენს წევრებში შესაბამისი ინფორმაცია და დავაინტერესოთ ბიზნესში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთონ თვითრეგისტრაციის პროცესში," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
 
 
 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა